July 21, 2014
“საქართველოს გადაწყვეტილების მიმღები მინისტრები სჭირდება და არა მეორადი და ფორმალური”
ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის ემზარ ჯგერენაიას განცხადებით “საქართველოს გადაწყვეტილების მიმღები მინისტრები სჭირდება და არა მეორადი და ფორმალური”.
ამის შესახებ ექსპერტმა ჟურნალისტებს სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” მინისტრთა კაბინეტში განხორციელებული ცვლილელების კომენტირებისას განუცხადა.
“ეს ყველაფერი იყო მოსალოდნელი. რეგიონალური განვითარების სამინისტროში იყო პრობლემები, სოფლის მეურნეობაშიც ხელშესახებ ეფექტს ვერ მივაღწიეთ. ამ ეტაპზე ყველაზე პრობლემატური სწორედ ეს სამინისტროები იყო. რაც შეეხება სხვა სამინისტროებს, ვფიქრობ, უახლოესი ერთი წელიწადი გადაადგილება არ მოხდება”, – განაცხადა ჯგერენაიამ. იხილეთ მეტი