April 24, 2010
ორშაბათის სინდრომი
თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია
ჩვენში ხშირად ისმის კითხვა, ეკონომიკაში რატომ არ მიდის კარგად საქმეები, რატომ ვართ ჯერ კიდევ ღარიბები და რეიტინგში დაწინაურებულები აბსოლუტურ მაჩვენებლებში ვკოჭლობთ.
კითხვა რთულია და რიტორიკული! ჩვენ ახალ ქვყანას ვაშენებთ. არა, ეს ქვეყანა საუკუნეების წინაც არსებობდა ჩვენი წინაპრების ხელში და ისინიც რაღაცას აკეთებდნენ, იმ რაღაცას ვეჩალიჩებით ახლა ჩვენ და, სხვათა შორის, იგივე პრობლემებით. რატომ წერდა გამწარებული ერეკლე მეფე მის დესპანს რუსეთში, სასწრაფოდ ჯარი მომაშველეო და, იმავდროულად, არ იყო დარწმუნებული – ეს ნაბიჯი სწორი იყო თუ არა. ერთი რამ დანამდვილებით იცოდა – ასეთ პატარა ქვეყანას და მის ეკონომიკას უცილობლად სჭირდებოდა მფარველი. იხილეთ მეტი