November 14, 2014
გადაცემა „ბარიერი“ – თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი (Video)
ტელეკომპანია: კავკასია
გადაცემა: ბარიერი
თემა: თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი
თარიღი: 12.11.2015
November 14, 2014
ტელეკომპანია: კავკასია
გადაცემა: ბარიერი
თემა: თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი
თარიღი: 12.11.2015
November 5, 2014
საყდრისი – ყაჩაღიანის მთა, რომელიც იურიდიულად ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის საკუთრება, დაახლოებით 8 თვეა თავის დროზე კანონით მინიჭებულ ლიცენზირებულ საქმიანობას ვერ ახორციელებს. ყაჩაღიანის გვირაბი საბოლოო ვერდიქტს სასამართლოსგან ელოდება. გასულ კვირას ექსპერტთა ჯგუფმა სადავო ტერიტორია დაათვალიერა და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
“მე კიდევ ერთხელ მოუსმინე იმ ექსპერტებს, სპეციალისტებს, გეოლოგებს და იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გეოლოგიაში, სამთო ქიმიაში და “მაინინგის” ბიზნესში არიან ჩართულები. გულწრფელად გეუბნებით, ყველა ქართველი განიცდის, როცა ლაპარაკია ყაჩაღიანზე. გარკვეული წარმოდგენა მაქვს ამ გეოლოგიურ პროცესებზე, თუმცა, დღეს ჩემი თვალით ვნახე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ისეთი ხელშესახები, თეორიული ვარიანტიც კი რომელიც დაადასტურებდა ეჭვს, რომ საყდრისი უძველესი საბადო იყო, ვერ ვნახე.” აცხადებს “გურია ნიუსთან” ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ემზარ ჯგერენაია. იხილეთ მეტი
October 30, 2014
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი
„…საკუთარ თავს თავდებად ვერ დავუდგები, რომ არ ავღელდები“…
სტენდალი
ზამთარი ზანტად, სუსხით, ტკივილით და მელანქოლიურად გვეპარება. მზე მარცხდება და სიცივის უფერული სუდარა ეფარება ბუნებასა და ზაფხულის კისკისა, მხიარულ და სიყვარულით გაჯერებულ სულს!
ყველაფერს ალბათ თავის დრო აქვს, ყველაფერი წარმავალია, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ – ადამიანები ამ ცარიელი სიტყვებით უბრალოდ თავს იმშვიდებენ და შეცდომების მტვრით გადაფარვას ან სულაც სხვაზე გადაბრალებას – ბუნებაზე ან საერთოდაც მზეზე – ცდილობენ. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება ყველაზე მტკივნეულია. იხილეთ მეტი
October 15, 2014
საქართველოს პრეზიდენტისა და ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებს შორის შეხვედრა ეროვნული ბანკის უმაღლეს ორგანოში – ეროვნული ბანკის საბჭოში ერთი ვაკანტური ადგილის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით გაიმართა.ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურის შერჩევისა და წარდგენის თხოვნით, ქვეყნის პირველ პირს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ წერილობით 8 ოქტომბერს მიმართა. იხილეთ მეტი
September 23, 2014
ცხრილი, MBA, 2014-15 წელი
შემოდგომის სემესტრი
საგანი: ფასიანი ქაღალდები და საერთაშორისო ფინანსური ბაზრები
იხილეთ ცხრილი: ცხრილი, MBA, 2014-15
September 23, 2014
სასწავლო კურსის მიზანია საერთაშორისო ფინანსური ბაზრის სტრუქტურის, აქტივებზე მოთხოვნის თეორიის, საპროცენტო განაკვეთების მერყეობის, საერთაშორისო ფინანსური ბაზრის რეგულირების საკითხების შესწავლა. ამასთან სასწავლო კურსი მიზანად ისახავს თანამედროვე საერთაშორისო ფინანსური ბაზრის თავისებურებების, ფულადი ბაზრის, კაპიტალის ბაზრისა და სავალუტო ბაზრის განვითარების კანონზომიერებათა შესწავლის საფუძველზე მაგისტრანტს ჩამოუყალიბოს ღრმა და სისტემური ცოდნა საერთაშორისო ფინანსური ბაზრის ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის, ფინანსურ ბაზარზე შუამავლების საქმიანობის, საფინანსო აქტივების ბაზრის თეორიის, საპროცენტო განაკვეთის მერყეობის, ფინანსური ინოვაციების, ფინანსური ბაზრის მართვისა და ზედამხედველობის სისტემის შესახებ.
იხილეთ სილაბუსი: ფასიანი ქაღალდები და საერთაშორისო ფინანსური ბაზრები, MBA, 2014-15
September 13, 2014
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და გადასახადის გადამხდელთა კავშირის ორგანიზებით გაიმართა კვლევა – “სახელმწიფო საწარმოები საქართველოში და მათი ეფექტიანობა – სოფლის მეურნეობის დარგის ანალიზი”.
მკვლევარებმა გაასაჯაროვეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების შემოსავალ-გასავლის სხვაობა, რამაც ცხადყო, რომ საწარმოთა უმრავლესობამ ზარალით დაასრულა 2012 წლის გეგმა.
გადაცემა “საქმის” სტუმრები არიან: “გადასახადის გადამხდელთა კავშირის” ხელმძღვანელი გიგლა მიქაუტაძე და ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია.