October 17, 2016
ემზარ ჯგერენაია: „რთული ფინანსური ვითარება გველის!“
რატომ გაუფასურდა ლარი და რა გავლენას მოახდენს არჩევნების მეორე ტური ვალუტის კურსზე
არჩევნების შემდეგ ლარმა გაუფასურება დაიწყო. 12 ოქტომბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ-ი) 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლო დროს კი, ჯამში _ 120 მილიონი აშშ დოლარი. ცალკეული ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის ინტერვენციები ეროვნული ვალუტის კურსის დროებით ფიქსირებას უწყობს ხელს და მოგვიანებით, ლარი კვლავ გაუფასურდება; მეტიც, ხელისუფლების ოპონენტების მოსაზრებით, მთავრობა ლარის კურსს ხელოვნურად ინარჩუნებს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობა, საშუალოვადიან პერსპექტივაში, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის დასტაბილურებასა და გამყარებას ელის: ,,ეს მოკლევადიანი რყევებია, მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება და წელსაც უფრო მეტ ეკონომიკურ ზრდას ველით, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი. ამავდროულად, ყველა და მათ შორის, ეროვნული ბანკიც ვთანხმდებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბიუჯეტის ხარჯებს არ გამოუწვევია და არც შეეძლო, გამოეწვია გაცვლით კურსზე ზემოქმედება. ამიტომ მოვუწოდებ ოპონენტებს, რომ ობიექტურობა შეინარჩუნონ“. იხილეთ მეტი