February 10, 2014
ეპიცენტრი (Video)
არის თუ არა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი; რამდენად გაძვირდა სამომხმარებლო კალათა
February 10, 2014
February 10, 2014
ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ, რომ გასულ წელს ორჯერ მეტი ლარი გამოუშვა მიმოქცევაში ეროვნულმა ბანკმა, თუმცა, ინფლაციით ერთგვარად იხეირა საქართველოს ბიუჯეტმა, რადგან, ლარის გაუფასურებამ მისი გარღვევა შეამცირა. ვინ არიან ლარის გაუფასურებით მოგებული მხარეები?
პირველი ძირითადი მიზეზი, რამაც გამოიწვია ლარის კურსის ცვალებადობა, არის ლარის დიდი რაოდენობით გამოსვლა ბაზარზე. 2013 წელს, პირველი 9 თვის განმავლობაში, ფინანსთა სამინისტრო იღებდა უფრო მეტს ეკონომიკიდან, ვიდრე ხარჯავდა, ხოლო ბოლო ორ თვეს, ნოემბერიდან, დაიწყო ეკონომიკის წახალისება და 7 პროცენტამდე ავიდა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. რა თქმა უნდა, ამან მეტი ფულის მასის გამოსვლა გამოიწვია მიმოქცევაში, რამაც გავლენა მოახდინა ლარის კურსზე. იხილეთ მეტი
January 24, 2014
«ქართული ოცნების» წინასაარჩევნო დაპირებებში ერთ-ერთი მთავარი საკითხი დასაქმების პრობლემა იყო. ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი ხელისუფლებაში დიდი ზარ-ზეიმითა და იმ იმედით მოიყვანა, რომ სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად ქვეყანა სიღატაკეს დაძლევდა, სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა და ადამიანები დასაქმდებოდნენ, მაგრამ ამ მხრივ ვითარება არათუ გაუმჯობესდა, არამედ უარესობისკენ შეიცვალა… მოქალაქეთა დასაქმების პრობლემაზე ეკონომიკის ექსპერტი, თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის პროფესორი, ჟურნალ «საქართველოს ეკონომიკის» მთავარი რედაქტორი ემზარ ჯგერენაია გვესაუბრება: იხილეთ მეტი
January 21, 2014
“ეკონომიკის განვითარება ჩვენი მთავარი გამოწვევაა, მომავალი წლიდან ჩვენს ქვეყანაში გაიხსნება მრავალი ახალი საწარმო და ამით დაიწყება ეკონომიკის აღმავლობის შეუქცევადი პროცესი. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, სამუშაო ადგილების გაჩენისთვის და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დასაქმებისთვის, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი მაღალხარისხიანი პროდუქტი, რომ ექსპორტმა ჩაანაცვლოს იმპორტი” – ამ სიტყვებით მოგვილოცა ახალი წელი ირაკლი ღარიბაშვილმა.
January 5, 2014
December 30, 2013
მართალია, 2013 წელი ჯერ არ დამთავრებულა და არც ხელისუფლება გამომტყდარა, მაგრამ ფაქტია, რომ ბიუჯეტს მთლად ბოლომდე შესრულება არ უწერია. ვერც შესრულდებოდა, რადგან არც ეკონომიკური ზრდის დაგეგმილი მაჩვენებელი ემთხვევა რეალურს და არც ინფლაციის. მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ 2013 წლის ბიუჯეტი ამ ხელისუფლებას არ შეუდგენია და მხოლოდ ძველების მიერ წარმოდგენილი ვარიანტის კორექტირების საშუალება ჰქონდა, შეუსრულებლობას მეტ-ნაკლებად საპატიო მიზეზი აქვს, რაც, ბუნებრივია, ვერ გავრცელდება 2014 წლის ბიუჯეტზე, რომლის პროექტიც უკვე მზადაა და ის 9 მილიარდზე ოდნავ მეტი ლარითაა განსაზღვრული. რა პრიორიტეტები აქვს მომავალი წლის ბიუჯეტს და უნდა ველოდოთ თუ არა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას 2014-ში მაინც, – თემას ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია განგვიმარტავს. იხილეთ მეტი