June 27, 2014
ემზარ ჯგერენაია – რუსეთმა გააკეთა ის რომ მიგვაჩნია ურუსეთოდ ცხოვრებას
იხილეთ მეტი
June 25, 2014
ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას სასამართლო რეფორმა, სამინისტროებისა და სსიპ-ების გაუქმება, ადმინისტრაციული ხარჯის შემცირება სჭირდება!
იმისთვის, რომ ქვეყანაში ინვესტიციების რაოდენობა გაიზარდოს, ეკონომიკა განვითარდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას, აუცილებელია, სახელმწიფომ ბიზნესთან ურთიერთობა დაალაგოს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია ,,ვერსიასთან’‘ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ უცხოელი ინვესტორები საქართველოს სასამართლო სისტემას არ ენდობიან და შესაბამისად, ინვესტიციების ჩადებასაც ამ მიზეზით ერიდებიან. თვეებისა თუ წლების განმავლობაში გაჭიანურებული ბიზნესდავები, დაყადაღებული ქონება და კომპანიების ანგარიშები, ის ძირითადი პრობლემაა, რაც ინვესტორებსაც აფრთხობს და ადგილობრივ ბიზნესმენებსაც. გამოსავალი სასამართლოს რეფორმაა _ პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა შეიმუშაონ, რათა პრობლემა საკანონმდებლო დონეზე გადაწყდეს. იხილეთ მეტი
May 14, 2014
8 მაისს გაიმართა საჯარო შეხვედრა პროექტის „სახელმწიფო საწარმოები საქართველოში და მათი ეფექტიანობა; ფოკუსი: სოფლის მეურნეობა“ ფარგლებში. სადაც მოხდა სტატიის „სოფლის მეორნეობის სახელმწიფო საწარმოები და მათი როლი დარგის განვითარებაში“ პრეზენტაცია.
პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) „გადასახადის გადამხდელთა კავშირთან“ (TPU) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოს საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (GPAC) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იხილეთ მეტი
April 7, 2014
ღია სტუდია
დაუბეგრავი მინიმუმი და ეკონმიკური ფონი საქართველოში
7 აპრილი 2014
სტუმარი: ემზარ ჯგერენაია – ეკონომიკის ექსპერტი.
წამყვანი: გიორგი ჩოკოშვილი.
გადაცემა: www.radio1.ge
April 2, 2014
როგორც ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, მას შემდეგ, რაც საფონდო ბირჟა ფეხზე დადგება, ინვესტორი გაცილებით თამამად დააბანდებს ფულს.
“ინვესტიციების ყველაზე მართებული, გამჭვირვალე და არაკორუმპირებული ფორმა არის პორტფელური ინვესტიციები და ჩვენი საფონდო ბირჟა უნდა გაცოცხლდეს. თუ საფონდო ბირჟა არ იქნება სიცოცხლისუნარიანი, ბრუნვის მაჩვენებლებით და სხვადასხვა კუთხით, მომავალში გაგვიძნელდება საპენსიო ან ჯანდაცვის რეფორმაზე ვილაპარაკოთ, უფრო მეტიც, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკამ დაადასტურა, რომ აუცილებელია საფონდო ბირჟის ფეხზე დაყენება. ამას ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევენ ბანკები, რადგან ეს არის ბანკის კონკურენტი მხარე. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ 10 ათასი ლარი და მისი დაბანდება გინდათ. ორი არჩევანი გაქვთ: ან უნდა წაიღოთ ბანკში და დეპოზიტზე დადოთ, ან საფონდო ბირჟაზე შეიძინოთ, ვთქვათ, “ხუდონჰესის” აქციები. დღესდღეობით საფონდო ბირჟის სავალალო მდგომარეობა იმაზეა დამოკიდებული, რომ მას მართავენ სწორედ კონკურენტები, რაც ნონსენსია, ამიტომ აუცილებელია მისი განვითარება. შემდეგ უკვე ამ გამჭვირვალე ორგანიზაციაში ინვესტორი მივა გაცილებით თამამად, გაცილებით მეტ ფულს ჩადებს და უფრო მეტიც, შიდა დაგროვების ნაწილი გადავა ამ ინვესტირების არხებში. იხილეთ მეტი
April 2, 2014
დაბალშემოსალიან მოქალაქეებს დეკლარაციის შევსება დღეიდან შეუძლიათ
TV იმედი
იხილეთ ვიდეო: www.imedi.ge