November 5, 2014
ემზარ ჯგერენაია: “ჩემთვის, საყდრისი-ყაჩაღიანის გვირაბში საინტერესო არაფერი იყო”
საყდრისი – ყაჩაღიანის მთა, რომელიც იურიდიულად ოქროს მომპოვებელი კომპანია RMG Gold-ის საკუთრება, დაახლოებით 8 თვეა თავის დროზე კანონით მინიჭებულ ლიცენზირებულ საქმიანობას ვერ ახორციელებს. ყაჩაღიანის გვირაბი საბოლოო ვერდიქტს სასამართლოსგან ელოდება. გასულ კვირას ექსპერტთა ჯგუფმა სადავო ტერიტორია დაათვალიერა და საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
“მე კიდევ ერთხელ მოუსმინე იმ ექსპერტებს, სპეციალისტებს, გეოლოგებს და იმ ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ გეოლოგიაში, სამთო ქიმიაში და “მაინინგის” ბიზნესში არიან ჩართულები. გულწრფელად გეუბნებით, ყველა ქართველი განიცდის, როცა ლაპარაკია ყაჩაღიანზე. გარკვეული წარმოდგენა მაქვს ამ გეოლოგიურ პროცესებზე, თუმცა, დღეს ჩემი თვალით ვნახე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ისეთი ხელშესახები, თეორიული ვარიანტიც კი რომელიც დაადასტურებდა ეჭვს, რომ საყდრისი უძველესი საბადო იყო, ვერ ვნახე.” აცხადებს “გურია ნიუსთან” ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი ემზარ ჯგერენაია. იხილეთ მეტი