April 2, 2014
“200 მილიონი, რომელსაც მოსახლეობა დაუბეგრავი მინიმუმის სახით მიიღებს, ბაზრის სტიმულირებას მოახდენს”
ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ “პირველ პრესკლუბში” მცირეხელფასიანი მოქალაქეებისთვის დაუბეგრავი მინიმუმის უკან დაბრუნების ინიციატივა შეაფასა.
“ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლეთა წლიური შემოსავალი 6 ათას ლარამდეა, ეს კი საქართველოში დასაქმებულ ადამიანთა მნიშვნელოვანი კონტიგენტია. თანხა 200 მილიონზე მეტია, რაც საკმაოდ სერიოზული ზეწოლაა ბიზნესზე, თუმცა 360 ლარი გარკვეული დახმარებაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ თანხას ურიცხავენ. ეს ნიშნავს, რომ თქვენს მიერ მიღებული ხელფასიდან ნაწილი – 150 ლარი არ იბეგრება. ეს ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, ასეთი ხისტი დაბეგვრა, როგორიც ჩვენ გვაქვს, 20% და მეტი არაფერი, არ არის ბევრ ქვეყანაში, სადაც ითვალისწინებენ პროგრესულ შკალას შემოსავლების მიხედვით, დაბალშემოსავლიანიდან მაღალშემოსავლიანისკენ. ეს ერთ-ერთი ჰუმანური აქტია, როდესაც დაბალშემოსავლიანის ხელფასიდან რაღაც ნაწილი არ იბეგრება. ვფიქრობ, ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია. მეორე ნაწილია, რომ ადამიანებს აჩვევენ საგადასახადოსთან ურთიერთობას, ეს იქნება დეკლარაციის შევსება, ანგარიშის გახსნა თუ სხვა პროცედურები, რომელიც სჭირდება ამ ოპერაციას”, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ. იხილეთ მეტი