May 14, 2014
სოფლის მეორნეობის სახელმწიფო საწარმოები და მათი როლი დარგის განვითარებაში
8 მაისს გაიმართა საჯარო შეხვედრა პროექტის „სახელმწიფო საწარმოები საქართველოში და მათი ეფექტიანობა; ფოკუსი: სოფლის მეურნეობა“ ფარგლებში. სადაც მოხდა სტატიის „სოფლის მეორნეობის სახელმწიფო საწარმოები და მათი როლი დარგის განვითარებაში“ პრეზენტაცია.
პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) „გადასახადის გადამხდელთა კავშირთან“ (TPU) ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „საქართველოს საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (GPAC) ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. იხილეთ მეტი