July 1, 2014
რუსეთთან ომის ახალი გარემოებანი
ემზარ ჯგერენაია
„არის მსგავსება ბატისტას და იანუკოვიჩის ტრაგიკულ პერსონებს შორის?“
სერგეი ჩერნიშევი
70 წლის შემდეგ, ნორმანდიაში, მოკავშირეები და გერმანია კიდევ ერთხელ შეხვდნენ პირისპირ ერთმანეთს და გერმანიამ და რუსეთმა ადგილები გაცვალეს. დასავლეთი ახლა რუსეთს უნდა შეებას და მსოფლიო გადაარჩინოს. იქნება კი დესანტი ახლაც წარმატებული მტრის წინააღმდეგ?
პოლიტიკური დუღილის ტემპერეტურა მაქსიმუმს აღწევს და არა იმიტომ, რომ საქართველოში ადგილობრივი არჩევნებია და ვინმეს ადარდებს, ეს სცენა ვის დარჩება. არა, აქ ყველაფერი გარკვეულია – ოცნება აიღებს გამგებლის და მერის თითქმის ყველა ადგილს, საკრებულოებში 10-10 პროცენტამდე იქნებიან ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძის პარტიების წარმომადგენილები და არჩევნებთან დაკავშირებული ჯუჯღუნი, 27 ივნისს, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის აჟიოტაჟით გადაიფარება. იხილეთ მეტი