”არჩევნები ფულის ემისიასთან დაკავშირებული არ არის”

გამოიწვევს თუ არა წინასაარჩევნოდ გაზრდილი დანახარჯები საარჩევო პერიოდში ინფლაციის ზრდას? ამ საკითხზე ექსპერტთა პოზიციები გაიყო. ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია რადიო „კომერსანტთან” ამბობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დანახარჯები, მათ შორის ბიუჯეტიდან, გაიზარდა, რაც, ბუნებრივია, ინფლაციას გარკვეულ ბიძგს მისცემს.

ექსპერტ ემზარ ჯგერენაიას განმარტებით კი არჩევნები ფულის ემისიასთან დაკავშირებული არ არის, ამიტომ საარჩევნო კამპანიის დროს ფულის ხარჯვა ინფლაციაზე გავლენას ვერ მოახდენს. ინფლაციასთან დაკავშირებით განმარტებებს ეროვნულ ბანკშიც აკეთებენ. ბანკის ვიცე-პრეზიდენტი Financial-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ეროვნული ბანკი წინასაარჩევნოდ გაზრდილი ხარჯვის გავლენას ინფლაციაზე არ ელოდება.

ამასთან, არჩილ მესტვირიშვილის თქმით, რისკების არსებობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით სწრაფ რეაგირებას მოახდენს. მესტვირიშვილი ამბობს, რომ 4 თვიანი დეფლაციის შემდეგ ყოველწიური ინფლაცია ივნისიდან ზომიერად დაიწყებს ზრდას და წლის ბოლომდე დაბალ მაჩვენებელზე დარჩება.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments