მეთევზეებმა ბანკირები დაამარცხეს

SOS! ბრექსიტი რეალობად გვევლინება! არ ეძინა დღეს მსოფლიოს, სრულიად გულწრფელად არ ეძინა და 10-00 საათზე ჩვენი დროით და 7-00-ზე ლონდონის, გამოცხადდა დაუჯერებელი შედეგები გაერთიანებული სამეფოს რეფერენდუმის – ინგლისი გადის ევროგაერთიანებიდან!!!!!

ვფიქრობ, ზოგადად ევროპისათვის ახალი ერა იწყება – ჯერ ერთი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს აშშ-ში, ნიუჰემფშირში, ბრეტონ-ვუდსში შეიქმნა მსოფლიოს ახალი საფინანსო-პოლიტიკური სისტემა, რომელიც როგორც პროფესორი დენი როდრიკი ამბობს გლობალიზაციის ტრილემა გახდა. თავის ინსტიტუტებით ის ხშირად და, შეიძლება ითქვას, პერმანენტულად, ხდება კრიტიკის საგანი ისეთი ეკონომისტების მხრიდან როგორიც ჯოზეფ სტიგლიცი, ვ.პაპავა… და სხვები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა დღემდე გლობალიზაციის მთავრი მეინსტრიმის განმსაზღვრელები არიან და ეს საბერძნეთის კრიზისმაც დაადასტურა.

მეორე – ბებერ ევროპაში ფულმა გადასანსლა დემოკრატია და თვითმყოფადობა და ეს ინგლისელებმა ვერ აიტანეს, ისევე როგორც მრავალმილიარდიანი ევროპული ბიუროკრატია. ბიუროკრატია, რომელიც უსაზღვროდ აწვალებს პატარა, მშრომელ, მონსტრის წინაღმდეგ მებრძოლ საქართველოს და „რატომ ქუდი არ გახურავს“ პრინციპით ექცევა ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხშიც, და ამ დროს სოციალისტურ, მფლანგველ საბერძნეთს მილიარდობით ვალს პატიობს, ბულგარეთს კორუფციას და მოლდავეთს სოციალიზმს და ანტირეფორმატორობას.

მესამე კიდევ ორმაგი სტანდარტები – ერთ პარტიას ადამინების უსაზიზღრესი მეთოდებით წამებას, საკუთრების უფლების შელახვას პატიობს და მეორეს თითს უქნევს ჩვეულებრივი პატიმრების სრულიად ჩვეულებრივ პროცედურულ გადაცდომებზე!

მეოთხე – სრულიად გაუგონარი – ინგლისელმა მეთევზეებმა ააყირავეს ძლევამოსილი ბანკირები და ბირჟები! რაც მოხდა ინგლისში კიდევ ერთხელ დაფიქრების ღირსია – ნუ გააკეთებთ რეფორმებს დაძალებით ზევიდან, ჩართეთ მასში ხალხი. თომას პიკეტის კაპიტალში აღწერილი ეკონომიკა არის დღეს მოდერნი და ამიტომაც გადაფასებას საჭიროებს ბევრი რამ, ნუ იქნებით ყოყოჩნი, მივმართავთ ყველა ხელისუფლებას, მოუსმინეთ ხალხს!

თუ ევროპა ახლა ჩათვლის, რომ იმაში, რაც დღეს დილით დაიწყო მარტო ინგლისსა და ინგლისელებს მიუძღვის ბრალი მაშინ დიდი კატაკლიზმები დაიწყება – მოყოლებული ბრეტონ-ვუდსიდან, 1956 წლის ფოლადის გაერთიანებიდან და საბაჟო კავშირიდან ტირ და ატა კარნეტით, ავტომობილების თავისუფალი გადაადგილებით, ევროპის ეკონომიკური კავშირიდან და ეკიუდან მაასტრიხტამდე და ევროს შემოღებამდე, ევრო ინტეგრაციის სქემას სულ აღმავალი ტრენდი ჰქონდა და პირველად გადავიდა დათვის ტრენდში და ეს საგანგაშო თრომბის ნიშანია, კორექცია იქნება ღრმა თუ შესაბამის გაკვეთილებს არ გამოიტანენ და არ მოსპობენ ორმაგ სტანდარტებს. სასწრაფოდ არ მიიღებენ თავის რიგებში ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა – ეკონომიკურად და პოლიტიკურად, სადაც არც კორუფციაა, დემოკრატიის მაღალი დონეა და რეფორმების ასატანი ხარისხი! დროა ბრიუსელის ბიუროკრატია კიდევ ერთხელ დაფიქრდეს – რა მოხდა დღეს და რატომ, რაშია გამოსავალი!

საქართველოს ხელისუფლებაც უნდა დაფიქრდეს – რას მოუტანს ბრექსიტი და რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ!! აშკარად ახალი პარადიგმა გვჭირდება რამეთუ გლობალურად ახალი ეპოქა იწყება!! მზად ვართ?

24-06-16

Comments

comments