ემზარ ჯგერენაია: არჩევნებზე „ქართული ოცნებას“ ასზე მეტ ადგილს მოიპოვებს!

ექსპერტმა ემზარ ჯგერენაიამ „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა. ჯგერენაიას განცხადებით, არჩევნების შედეგად პარლამენტში სამი პარტია იქნება და „ქართული ოცნება” ას დეპუტატზე მეტს შეიყვანს.

„პარლამენტი სამპარტიული იქნება. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, პარლამენტში „ქართული ოცნება” ასზე მეტ ადგილს მოიპოვებს. 12-13 დეპუტატი ეყოლება „ნაციონალურ მოძრაობას” და ამდენივე ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც გაერთიანდებიან, რადგან ცალ-ცალკე მათ შანსი არ აქვთ თუნდაც ბარიერის გადალახვის”,- განაცხადა ჯგერენაიამ.

ავტორი ანა ნონიკაშვილი
წყარო: www.reportiori.ge

Comments

comments