ექსპერტი: ,,რუსეთში განვითარებული მოვლენები პირდაპირ აისახება ლარზე”

როდის დაიწყო კრიზისი და რა იწვევს ურთიერთ კავშირს ლარსა და რუბლს შორის?

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ლარის დინამიკა  საკმაოდ მგრძნობიარე იყო. დაახლოებით  35 % -ით გაუფასურდა. დოლართან მიმართებაში  2.5 დიშნულამდეც კი მივიდა, ამით ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა და ანტირეკოდსმენი გახდა. ლარის ბოლო ორი წლის გაუფასურების მონაცემებს თუ შევაფასებთ ის სამ ეტაპად მიმდინარეობდა.

georgean-larti

გაუფასურების პირველი ეტაპი 2013 წლის ნოემბრიდან დაიწყო და 2.5 თვე გაგრძელდა . მეორე ეტაპი უფრო ხანგრძლივი და პროცენტულად დიდი გაუფასურება 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო.  გაუფასურება 6 თვე გაგრძელდა და 30% -ს გადააჭარბა.  მესამე და ჯერ – ჯერობით ბოლო გაუფასურება აგვისტოდან დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდა. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად მიიღეს ზომები. შედეგად ლარის გაცვლითი კურსი დოლართან  2.4 ის მიდამოებში გაჩერდა და იქ იპოვა ახალი ბრუნი წონასწორობისა.

ის თუ რამ გამოიწვია ბოლო ორი წლის განმავლობაში ლარის მიერ ანტირეკორდების დამყარება ეკონომისტის ემზარ ჯგერენაიას აზრით გამოიწვია რუსეთზე დაკისრებულმა სანქციებმა და რუსეთის ეკონომიკის რეცესიამ (წარმოების ვარდნა).

როცა რუსეთში რუბლი უფასურდება, 600 000 საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთში საქმიაობს უნდა გამოიმუშავოს რუბლი რომ იყიდოს დოლარი. ძვირი უჯდება დოლარის ყიდვა  ამიტომ ნაკლებ დოლარს აგზავნის საქართველოში . ნკლები გამოგზავნილი დოლარი საქართველოში არის  ნაკლები ტრანსფერების (ფულადი გზავნილები) მიღება. ტრანსფერების წლიური მოცულობიდან, რომელიც მილიარდ ორასი მილიონის ირგვლივ ტრიალებდა  ძირითადი ნაწილი რუსეთიდან მოდიოდა. დღეისთვის კი განახევრებულია და კლებას განაგრძობს. ანალოგიურად ტრანსფერებს ვღებულობდით საბერძნეთიდან, სადაც ასევე კრიზისია. უკრაინიდან, სადაც ომია.

ლარის  გაუფასურება  ტრანსფერებთან ერთად შემცირებულმა ექსპორტმაც განაპირობა. ამან კი სავალუტო ნაკადების შემცირება გამოიწვია და გაჩდა  უფრსკული, „გეპი“. ეს „გეპი“ უნდა შევსებულიყო ან ინვესტიციებით ან სესხებით. მიუხედავად იმისა რომ 2015 წელი გამორჩეულია ინვესტიციების მოცულობით, მაინც არ არის საკმარისი ინვესტიცია რომ „გეპი“  შეავსოს.

ჯგერენაის განცხადებით შეუძლებელია რუბლი და ლარი არ იყოს ერთმანეთთან კავშირში, როცა რუსეთი ჩვენი  ძირითადი საგარეო ეკონომიკური პარტნიორია.

რუსეთი ჩვენი  ერთ -ერთი მნიშვნელოვნაი პარტნიორია საგარეო ეკონომკურ ურთიერთობაში. ბუნებრივია ჩვენი ეკონომიკა ძაფებითაა გადაბმული ერთმანეთთან . იქ განვითარებული მოვლენები სხვადასხვა მიმართულებით მოქმედებს ჩვენზე. იგივე ძალით იგივე დოზით ახდენს გავლენას ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე და შეიძლება იქთვას უფრო მეტადაც. იმიტომ რომ სომხეთის ეკონომიკია უფრო მეტად ასიმირებულია  რუსეთის ეკონიმიკასთან , მათ ხელშეკრულებით  აქვთ ერთმანეთთან  კავშირი.  ასევეა აზერბაიჯანიც, ნავთობს თუ არ ჩავთვლით.

რუბლმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ გაუფასურება ისევე,  როგორც ლარმა 2013 წლის 24 დეკემბრიდან დაიწყო.

gacvliti-kursi

24 დეკემბერს 1 აშშ დოლარი 32.6 რუბლი ღირდა, ხოლო 1 ევრო – 44.7 რუბლი. 2014 წლის 16 მარტისთვის რუბლის კურსი დოლარის მიმართ 12.6%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო ევროს მიმართ 14.1%-ით (1 დოლარი ღირდა 36.7 რუბლი, ხოლო 1 ევრო – 51 რუბლი). ეს იყო რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ევროს მიმართ.

„რუსეთში გამორიცხულია სავალუტო კრახი, ის ამას არ დაუშვებს. რუბლმა აჩვენა ის, რომ მას ჰქონდა ცალმხრივი ურთიერთობა ნავთობის ფასთან . როგორც კი დაეცა ნავთობის ფასი მაშინვე რუბლი გახდა ძლაიან სუსტი, თუმცა მყარი ვალუტა არასდროს ყოფილა. ეკონომიკურად დასუსტებული რუსეთი იქნება , მაგრამ ამის იქით არ წავა“ – აცხადებს ჯგერენაია.

როგორ აისახა ხელფასებზე და ექსპორტ/იმპორტზე ლარის დევალვაცია (გაუფასურება)

ცვილებები, რაც გამოიწვია ლარის გაუფასურებამ არ ასახულა ხელფასებზე, როგორც საჯარაო ასვე კერძო სამსახურებში. ეს პირველ რიგში გამოწვეულია ქვეყანაში არ არსებული ინდექსაციის კანონის გამო. მართალია მოხდა ლარის კურსი დევალვაცია და იმპორტზე ფასის გაძვირება, მსოფლიოში კი  სასაქონლო ბაზარზე მყარი დოლარის გამო ფასები კლებულობს. მაგალითად ავიღოთ ნავთობი : ბრენტის მარკის საწვავის ფასმა 38 აშშ დოლარი შადგინა, რაც თითქმის 3-ჯერ შემცირებული ფასია. ანალოგიურად მსოფლიო ბაზარზე ფასები შემცირებულია ; შაქარზე, ხორბალზე, კაკაოზე და ა.შ. ამიტომ ეს ყველაფერი ხელფასზე ვერ აისახებოდა . თუ არ გავითვალისწინებთ პენსიების მინიმალურ ზრდას .

თუ კი ხელფასებზე გავლენა არ მოუხდენია ლარის დევალვაციას ექსპორტ/იმპორტზე ამას ვერ ვიტყვი. როგორც ეკონომისტი ემზარ ჯგერენაია თვლის ექსპორტის შემცირდა რეგიონში განვითარებული კრიზისული მდგომარეობის გამო.

ექსპორტი შემცირდა იმის გამო, რომ ჩვენს ირგვლივ კრიზისული სიტუაციაა. ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში რთული სიტუაციაა. თურქეთში რთული ვითარებაა ასეთივე მდგომარეობაა უკრაინასა და რუსეთში. ძირითადი პარტნიორებიდან კარგ დგომარეობაშია ჩინეთი.

ფონი ექსპორტისთვის  არის ძალიან მძიმე –  24 % შემცირდა . ქვეყნისთვის,  სადაც ¼ შემცირებულია ექსპორტი ძალიან დიდი დარტყმაა.  თუ იმპორტზე ვილაპარაკებთ რამდენიმე თვეში იპორტიც მიყვა, და დოლარზეც მოთხოვნა  შემცირდა“  – აღნიშნა ჯგერენაიამ.

რა მდგომარეობაშია ჩვენი მეზობელი მანათი, ლირა და გრინვა.  

მძიმე მდგომარეობაში ეროვნულ ვალუტებს შორის  მარტო ლარი როდი  იმყოფეა. რეგიონში და უფრო კონკრეტულად ჩვენს მეზობელ სახელწიფოებში რთული პოლიტიკურ -ეკონომიკური მდგომარეობაა.

უკრაინაში მდგომარეობა დაიძაბა 2013 წლის ნოემბრიდან.  როდესაც რუსეთის ზეწოლის შედეგად, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ამას მოყვა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის ღიად მხარდაჭერა, სანქციები რუსეთზე და საბოლოოდ ორი ქვეყნის ეკონომიკა ჩიხში შევიდა.

„აზერბაიჯანში კატასტროფებიც კი მოხდა. ერთ ღამეში მანათის ვარდნამ შეადგინა 37 პროცენტი. უზარმაზარი თანხხები დახარჯა აზერბაიჯანმა, მაგრამ მაინც ვერ გადაარჩინა თავისი ვალუტა. დევალვაციის ნაწილში აზერბაიჯანში უფრო რთული სიტუაციაა , ვიდრე საქართველოში. მიუხედავად იმისა რომ ნავთობისგან დიდი რაოდენობით შემოსავალი აქვთ , მათი ვალუტა უფრო გაუფასურდა“- განაცხადა ჯგერენაიამ.

რაც შეეხება თურქეთის ვალუტას მან გადააბიჯა 1.3 -ს ნიშნულს.  ზაფხულის თვეებში ლირის გაუფასურება ხდებოდა ყოველ კვირას . არჩევნებმა , ტერაქტებმა  და  ომმა სირიასთან,  აქმდე  მძიმე ზარალი მიაყენა თურქეთს, დღეს კი რუსეთთან უწევს გამკლავება.

როგორც ეკონომისტი თვლის, თურქეთისთვის რუსეთი სიდიდით მეორე პარტნიორია და მასთან დაპირისპირებით  თურქეთი დაზარალდება.

სიდიიდით მეორე პარტნიორია რუსეთი თურქეთისთვის. თურქეთის აგრარული სექტორი რუსეთზეა მიბმული. ურთიეთ დაპირისპირება ორივეზე იქონიებს უარყოფით გავლენას , მაგრამ თურქეთი უფრო მეტად დაზარალდება. მილიარდამდე სოფლი მეურნობის პროდუქტი რუსეთში შეჰქონდა , ტურიზმი, გადაზიდვები , მშენებლობის ბიზნესი , საშენი მასალები ყველაფერი ამას დამატებული ის დიდი პროექტები , რომლებსაც რუსები აკეთებდენ თურქეთში.

რუსეთი არის უდიდესი ქვეყანა , მას შეუძლია განიცადოს ზარალი და პრობლემა არ ჰქონდეს. დაუწესებს  სანქციებს თურქეთი თუ ევროპა ეს მას კრიზისამდე ვერ მიიყვანს. ამიტომ  ქვეყანა რომელიც ომს აწარმოებს სირიაში  და ამასთანავე ებრძვის რუსეთს, საკამოდ სერიოზული გამოწვევების წინაშეა .

 

ლარის მომავალი და პროგნოზები 2016 წლისთვის

ეკონომისტები შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ღია ეკონომიკაში, საერთაშორისო დონორების, ინვესტორების და ინვესტიციების  მოზიდვაში ხედავენ. ინვესტიციების საჭიროება  ინფრასტრუქტურლუი პროექტების დაფინანსებაში მდგომარეობს.

ეროვნულმა ბანკმა ღიად და გამჭირვალედ უნდა გატაროს მონეტრული პოლიტიკა. ფინასთა სამინისტროს ფისკალური და მონეტრაული მიზანი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს. მთავარი პრობლემა 2016 წელს იქნება ინფლაციის მორჯულება. ამის გადაწყვეტაზე იქნება დამოკიდებული  ლარის კურსი. ინფლანცია ყველაზე დიიდი პრობლემაა დღეს საქართველოში.

მსოფლიო ბანკის პროგნოზით  საქართველოს ეკონომიკური ზრდა  იქნება 2.5 – 2.8 % დონეზე.  2018 დან დაიწყება სერიოზული ზრდა  , 4  – 8 % იან ზრდას პროგნოზირებენ ექსპერტები.

აქსანა კუკავა

წყარო: http://live24.ge/?p=3282

Comments

comments