თბილისის ეკონომიკური ფორუმი – თავისუფალი ტრიბუნა – „საქართველოს 2013 წლის პოლიტეკონომია და 2014 წლის გამოწვევები“

2014 წლის 4 აპრილს სატუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, ბიზნეს პალატისა და ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ ორგანიზებით, გაიმართა თბილისის ეკონომიკური ფორუმი თემაზე: „საქართველოს 2013 წლის პოლიტეკონომია და 2014 წლის გამოწვევები“.
ფორუმზე განხილვის საგანი იყო 2013 წლის მიღწევები, პროფესიონალები შეაფასებენ გასული წლის ეკონომიკური პოლიტიკის ტენდენციებს, იმსჯელებენ ეკონომიკური ზრიდის პრობლემებზე, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების პერსპექტივებზე და სხვა.

ფორუმი წარმოადგენს თავისუფალ ტრიბუნას სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის გამოთქმისთვის, მსჯელობისთვის და საუკეთესო გამოსავლების, რეკომენდაციებისა და წინადადებებისთვის.

დღის წესრიგი:

1400-1600სთ – პირველი პლენალური სხდომა
მოდერატორი: მიხეილ ჯიბუტი
1400-1600სთ – მომხსენებლები:
გივი ბედიანაშვილი, მურთაზ კვირკვაია, გიორგი ლოლაძე, დავით მირცხულავა, იაშა მესხია, თენგიზ სვანაძე, ვახტანგ სვანაძე.
1600-1630სთ – შესვენება
1630-1900 სთ – მეორე პლენალური სხდომა
მოდერატორი: ემზარ ჯგერენაია
1630-1800 სთ – მომხსენებლები: ტარიელ ფუტკარაძე, გიორგი ხარჩილაძე, გელა ხანიშვილი, ლიანა ყანჩაველი, ემზარ ჯგერენაია, მიხეილ ჯიბუტი.
1800-1900სთ – დისკუსია და რეზოლუციის მიღება.

რეგლამენტი: მოხსენებისათვის – მკაცრად 10 წუთამდე, კამათში გამომსვლელისათვის – მკაცრად 5 წუთამდე.

Comments

comments