emzari.ge
ემზარ ჯგერენაიას ოფიციალური გვერდი
  • მთავარი
  • ბლოგი
  • ბიბლიოთეკა
    • წიგნები
    • სამეცნიერო სტატიები
  • უნივერსიტეტი
  • მედია
  • კონფერენციები
  • Youtube
  • ფოტო
    • პირადი
    • კონფერენციები (ფოტო)
English
   
RSS
  • YouTube
  • Linkdin

თემატიკა

  • ბლოგი
  • მედია
  • კონფერენციები
  • საუნივერსიტეტო გვერდი
  • ბიბლიოთეკა
  • სასარგებლო ბმულები
  • Youtube
  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

ბლოგი


რა დაიცავს საქართ ველოს 2016 წლის მსოფლიო კრიზისისგან
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჯო ბაიდენმა (Joe Biden), მსოფლიოს ამ ერთ-ერთმა ყველაზე ბრძენმა ადამიანმა ბიზნესმენებს განუცხადა – თქვენ გაგაქვთ კაპიტალი, ფული ქვეყნიდან და ოფშორებში გადასახადებისგან მალავთ და ამით ახარებთ თქვენს მეწილეებს და აქციონერებს და ქურდავთ, ასუსტებთ სახელმწიფოს, თქვენს ქვეყანას. დააბრუნეთ ის კაპიტალი უკან, თქვენს ქვეყანაში და გაახარეთ თქვენი თანამოქალაქენი, სახელმწიფო და ისინი ააყვავებენ თქვენს ბიზნესს...


სად დაიწყება 2016 წლის კრიზისი და როგორ დამალა ფინანსთა მინისტრმა დიდი გადასახადი
ის რომ 2016 წელს კრიზისი დაიწყება – არავისათვის საეჭვო არაა, არც ის, რომ ეს კაპიტალ მარკეტიდან დაიწყება, მაგრამ კონკრეტულოად რა სეგმენტში და რომელ კვადრატზე ესაა მთავარი. ამის გარკვევაში გარკვეულ წილად 2007-08 წლების კრიზისი გახსენება გამოგვადგება. აპრიორი უნდა დაუშვათ, რომ კრიზისის შესახებ ინფორმაცია მცირე, შეიძლება ძალიან მცირე, მაგრამ ნიშვნელოვან მოთამაშებს აქვთ...


სმიტი და ჩინეთი
ოქტომბრის ბოლოს მთელი ინგლისი, მისი აღმატებულება დედოფლიან, პრინცებიან და პრემიერ-მინისტრიანად ერთ უდიდეს სტუმარს მასპინძლობდნენ – კომუნისტური ჩინეთის პრეზიდენტს. ეს ნამდვილად მეფური დახვედრა იყო და ამ ოდესღაც სასტიკად დაპირისპირებული ქვეყნების ხელმძღვანელების ურთიერთობის ახალი ეპოქა. უფრო მეტიც – იგრძნობოდა, რომ მსოფლიოს ყოფილი უძლიერესი იმპერია დაჰკანკალებდა სტუმარს და ძალზედ ცდილობდა მოეწონებინა თავი, იგრძნობოდა რომ უპირატესობა სტუმრის მხარეს იყო...


რა ღირს სიყვარული, ანუ კანონი სიცარიელეში და სიცარიელეზე ცარიელი ქვეყნისათვის
სიცარიელე კაცობრიობის ყველაზე ძვირადღირებული სივრცეა. მთლიანი ბაზრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სწორედ ქმედება სიცარიელის დასაფარავად. ადამიანები სიცარიელის შესავსებად ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ და ხშირად გაუცნობიერებლადაც. ალბათ, ეს არავის დაუთვლია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანური ურთერთობები ფულად გამოსახულებაში საკმაოდ დიდ ციფრს აღწევს...


სტენდალის სიფილისით სიკვდილის კანონზომიერების და თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური პარადიგმების შესახებ, ანუ ებოლათი სიკვდილი რომელი პოლიტიკოსისთვის იქნებოდა კანონზომიერი
ზამთარი ზანტად, სუსხით, ტკივილით და მელანქოლიურად გვეპარება. მზე მარცხდება და სიცივის უფერული სუდარა ეფარება ბუნებასა და ზაფხულის კისკისა, მხიარულ და სიყვარულით გაჯერებულ სულს! ყველაფერს ალბათ თავის დრო აქვს, ყველაფერი წარმავალია, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ – ადამიანები ამ ცარიელი სიტყვებით უბრალოდ თავს იმშვიდებენ და შეცდომების მტვრით გადაფარვას ან სულაც სხვაზე გადაბრალებას – ბუნებაზე ან საერთოდაც მზეზე – ცდილობენ. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება ყველაზე მტკივნეულია...


ქართული მწვანე მოძრაობის უცნაური შუქ-ჩრდილები ანუ როგორ არის მწვანე იმავდროულად შავი, წითელი, ყვითელი და ჭრელიც
აპრილს ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მსოფლიო დედამიწის დღეს ზეიმობდა, კაშკაშა მზის გულზე (დილით ჯერ კარგი ამინდი იყო), მწვანეთა მოძრაობამაც აღნიშნა იგი. ამ დღის აღსანიშნავად მწვანეებმა ე.წ. პერფომანსი მოაწყვეს, სადაც „მწვანე ბიზნესის“ სახეებად არც მეტი, არც ნაკლები – უმსხვილესი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები დაასახელეს...


”ბექგრაუნდისა” და ურთიერთშეფასების პრობლემა საქართველოს ეკოპოლიტიკაში
სუსხიანი ზამთარია. ყინვა სისინებს, თრთის და უნდა – ძვალ-რბილში დარდივით შეაღწიოს. ისეთი სუსხია, თვით ყინვასაც შესცივდა, მგონი, და ჩვენ უბადრუკ სხეულში ეძებს სითბოს. ის კი არ იცის, ჩვენ მასზე უფრო ცივები და სასტიკები რომ ვართ. ის ცივია, მაგრამ მდუმარე და სუფთა, ჩვენ – ცივები, სასტიკები და თან ათასგვარ ფარისევლობასა და სიბინძურეს ვლაპარაკობთ.


აქა ამბავი საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის ალტერნატიული ინკლუზიური სათავადაზნაურო მოდელისა და ფულის კეთების ქართული გაცვეთილი გზისა, ანუ ღმერთო, დაგვიფარე!
კახური თათარასავით დუღდა საშემოდგომოდ საზოგადოება: აქ ახალი პრეზიდენტის ახლებურად არჩევა და ახალი მთავრობაო, იქ მსოფლიო ისტორიაში უნიკალური რამ მოხდა – მოქმედი პირველი პირი თავის ნებით გადადგა და საზოგადოება დღემდე შოკშია – რატომ მიგვატოვაო და უცებ…

მერი დაიჭირეს
საუკუნეა ვდაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებზე თუ მმართველობაზე. ყველანი ვაკრიტიკებთ, მოვითხოვთ, რომ იყვნენ ძლიერები და ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის ქვაკუთხედები. მუდამ ვკამათობთ, ვქმნით ახალ კონცეფციებსა თუ კანონებს და ისევ ვწუწუნებთ, რომ ვერ შეიქმნა და რომ ისეთი პარალიზებულები და სასაცილოები არიან, როგორც ქუთაისის მერია...
ემზარ ჯგერენაია: ,,ეს მესამე მსოფლიო ომია, მსოფლიო სავალუტო ომი და ამ გამოწვევისთვის საქართველო მზად არ აღმოჩნდა”

March 14, 2015

ემზარ ჯგერენაია: ,,ეს მესამე მსოფლიო ომია, მსოფლიო სავალუტო ომი და ამ გამოწვევისთვის საქართველო მზად არ აღმოჩნდა”

რას ნიშნავს ,,იაფი ფული” და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ კრიზისის დასაძლევად?

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (,,საქსტატი”), ფასების მატებასა და ინფლაციაზე თებერვლის ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის იანვართან შედარებით, თებერვალში ჯანდაცვის მიმართულებით ფასები 0.9%-ით გაიზარდა. ,,საქსტატის” ინფორმაციით, სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობების ქვეჯგუფი 2.4%-ით გაძვირდა. ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე _ 0.7%-ით და საავადმყოფოების მომსახურებაზე _ 0.3%-ით; სურსათი და უალკოჰოლო სასმელი _ 0.1%-ით; ალკოჰოლური სასმელი და თამბაქო – 1.0%-ით; საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი – 0.4%-ით; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა – 0.5%-ით; ჯანმრთელობის დაცვა – 0.9%-ით, დასვენება, გართობა და კულტურა – 0.7%-ით; განათლება – 0.5%-ით; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები _ 0.7%-ით; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 1.5%-ით გაძვირდა. ამავე პერიოდში, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1.2%-ით, ტრანსპორტი 2.4%-ით, ხოლო კავშირგაბმულობა 0.1%-ით გაიაფდა. უკავშირდება თუ არა ცალკეული პროდუქციისა თუ მომსახურების გაძვირება ლარის დევალვაციას? რატომ უნდა შექმნას მთავრობამ ანტიკრიზისული საბჭო? რა გამოწვევებს უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ და რას ნიშნავს მსოფლიო სავალუტო ომი? ,,ვერსიას” ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ემზარ ჯგერენაია ესაუბრება.   იხილეთ მეტი

March 4, 2015

ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი

ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი
4/03/2015

February 26, 2015

ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია

ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია
სტუდია: რეპორტიორი
27/02/2015

February 25, 2015

2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ლექცია-სემინარების ცხრილი

2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ლექცია-სემინარების ცხრილი

საგანი: საჯარო ფინანსები (სწავლების საფეხური: ბაკალავრიატი)
საგანი: საერთაშორისო სავალუტო და საკრედიტო ურთიერთობები (სწავლების საფეხური: მაგისტრატურა)

იხილეთ ცხრილი

February 25, 2015

ეკონომიკური შოკიდან გამოსვლის რა რეცეპტს დადებს “სავალუტო ფონდი”?

4

გადაცემა: „კურიერი“
თარიღი: 24/02/2015

კომერციულ ბანკებში ბოლო სამი თვის განმავლობაში 1 დოლარის ღირებულების ყველაზე მაღალი ნიშნული 2 ლარი და 42 თეთრი დაფიქსირდა.
“ეროვნული ბანკის” მონაცემებით, ლარი დღეს 7 პუნქტით გაუფასურდა და გაცვლითი კურსი 2 ლარი და 26 თეთრია.განსხავავებული კურსია სავალუტო ჯიხურებში. იქ დოლარს ოფიციალური კურსთან შედარებით 10-14 თეთრით ძვირად ჰყიდიან. ქვეყანის ეკონომიკურ კრიზისზე და მის მიზეზებზე საუბარი არ სურთ “სავალუტო ფონდის” საგანგებო მისიის დელეგაციის წევრებს. მზარდი დევალვაციის ფონზე, ისინი თავიათ რეკომენდაციებს ხელისუფლებას 10 დღეში წარუდგენენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშვილის სახელზე რიგგარეშე სესიის გამართვის მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ განაცხადი უკვე შევიდა, რომელსაც სრული ოპოზიცია აწერს ხელს და პარლამენტში პრემიერისაგან და ეკონომიკური გუნდისგან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ითხოვენ.

მინისტრთა კაბინეტს უმცირესობის მოთხოვნის გათვალისწინებას არ ურჩევენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

რადიკალური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ ეკონომიკური ექსპერტები ხელისუფლებას.ისინი გამოსავალს ბიუჯეტის კორექტირებაში ხედავენ და აცხადებენ, რომ მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებები ხარჯვით ნაწილს უნდა შეეხოს.

იხილეთ ვიდეო: www.rustavi2.com

February 21, 2015

პრესკონფერენციის თემა – ლარის გაცვლითი კურსი და 2015 წლის გამოწვევები

ემზარ ჯგერნაიას პრესკონფერენცია
თარიღი: 20.02.15

February 21, 2015

ლარის კურსი-“ქრონიკის” კითხვებს ემზარ ჯგერენაია და რომან გოცირიძე პასუხობენ

4

ლარის კურსი-“ქრონიკის” კითხვებს ემზარ ჯგერენაია და რომან გოცირიძე პასუხობენ
გადაცემა: „ქრონიკა“
თარიღი: 20/02/2015
იხილეთ ვიდეო: www.imedi.ge

February 21, 2015

ჯგერენაია ხელისუფლებას კრიზისული კომიტეტის შექმნას ურჩევს

4

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აცხადებს, ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით ხელისუფლებას კრიზისული კომიტეტის შემქნას ურჩევს.

როგორც ჯგერენაიამ “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ჟურნალისტებს განუცხადა ხელისუფლებამ ერთიანი სამუშაო გეგმა უნდა შეიმუშაოს.

„სასწრაფოდ უნდა შეიქმნას კრიზისული კომიტეტი, რომელშიც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ეკონომიკური გუნდი მთლიანად, შინაგან საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შევლენ. უნდა შემუშავდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა. უნდა მივმართოთ სავალუტო ფონდს. მისი ფუნქცია და მოვალეობაა ასეთ დროს დაუჭიროს ქვეყანას მხარი. უნდა მივმართოთ დონორებს. ჩვენ თუ მარტივად შევხედავთ ამ პრობლემას, რომ ეროვნული ბანკი განახორციელებს სავალუტო ინტერვენციას ბაზარზე და ამით მოგვარდება, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელმაც შეიძლება კატასროფამდე მიგვიყვანოს. დავხარჯავთ სავალუტო რეზერვებს და მოხდება გაუგონარი. გაუგონარი კი იქნება ის, რომ ინვესტორი, რომელიც დღეს საქართველოში მუშაობს და თავისი მოგების რეპატრიაციის თემას უყურებს, როგორც კი დაინახავს, რომ ამას საფრთხე ემუქრება, თავისი საქმიანობის შეკვეცას და ქვეყნიდან კაპიტალის გატანას დაიწყებს. ეს იქნება კატასტროფა“, – აცხადებს ჯგერენაია.
წყარო: www.primetimenews.ge

«< 15 16 17 18 19 >»

მოკლე ანალიზი

28.01.2016
Financial Times-ის ცნობით მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ჩაფრინდნენ ბაქოში, რათა 4 მილიარდის დახმარების მიღების საკითხი მოილაპარაკონ აზერბაიჯანულ მხარესთან.იგივე წყაროს ცნობით, მათ რამოდენიმე დღეში შეუერთდებიან ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის სპეციალისტები. გამიხარდა აზერბაიჯანს რომ 4 მილიარდი დოლარი გამოუყვეს! ჩვენც ცოტას ამოვისუნთქავთ, არ დაგვაწვებიან ტვირთად. ჩვენც რომ ვთხოვოთ ერთი მილიარდი არაა? ჩვენც რომ დაგვეხმარონ? ვცადოთ მაინც და ვთხოვოთ ჩვენს მთავრობას თხოვოს მათ მილიარდი!!!!

10.01.2016
მსოფლიოს 2008 წლის კრიზისის მსგავსი რყევა ელოდება-ჯორჯ სოროსი
2016 წელი საფონდო ბაზარებზე სერიოზული რყევებით დაიწყო-Dow Jones 4 დან 8 იანვრის ჩათვლით ხუთი პროცენტით ანუ900 პუნქტით დაეცა. FactSet ის ცნობით ეს ბოლო 119 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი წლის დასაწყისი იყო. S&P500 -ის ინდექსი დაეცა 4.9 პროცენტით, ბლუმბერგის ცნობით ეს ამ ინდექსის შემოღებიდან ,1928 წლიდან, ყველაზე ცუდი მაჩვეენებლია. NASDAQ- 6 % ით დაეცა, როგორც 2000 წელს, როცა "დოტ- კომები"- ს კრიზისი დაიწყო.და ბოლოს ინდექსმა MSCI World (Morgan Stanley) 5.8 % დაკარგა ,რაც მისი შემოღებიდან, 1998 წლიდან, უარესი მაჩვენებელია . საერთოდ, მსოფლიო კაპიტალის ბაზარმა 2.4 ტრილიონი დოლარი დაკარგა რამოდენიმე დღეშე . მარტო ბილ გეიცმა დაკარგა 4.6 მილიარდი და ასე ყველა ცნობილმა მილიარდერმა. ამის მიზეზი ჩინეთი გახდა, სადაც 8 იანვარს ბირჟა დაკეტეს სწრაფი ვარდნის გამო . Shanghai Composite ინდექსი 6 იანვარს 6,85 %-ით დაეცა,7ში -7,3%ით. ეს გამოიწვია ჩინეთის იუანის კურსის დევალვაციამ, რითაც ჩინეთის მთავრობა ცდილობდა ეკონომიკის ზრდის შენელების შეჩერებას ერთ დოლართან იუანი ღირდა 6,5646. როცა კაპიტალმა დაიწყო გაქცევა, ის მთავრობამ 6.5636 დონეზე აწია, მაგრამ პანიკა ვერ შეაჩერა. 513 მილიარდის ოქრო-სავალუტო რეზერვები გაყიდეს ჩინელებმა 2015 წელს, მათ შორის, 103 მილიარდის მარტო დეკემბერში, მაგრამ ვერ შეაჩერეს იუანის ვარდნა! მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.7 % დე ჩამოვიდა 2015 წელს. ჩინეთი, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, მოხმარებითაც თითქმის მეორეა და მსოფლიო ბაზარზე საერთო ფასების დონესაც განაპირობებს ამიტომ CNBC ის ცნობით სოროსმა განაცხადა 2008 წლის კრიზისი განმეორდებაო.
წყარო: Soros: It's the 2008 crisis all over again.

პროგნოზი

09.01.2016
საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა ჩვენს რეგიონში-აზერბეიჯანმა, რომელმაც რამ ოდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ მანათის კურსი თავისუფალი ცურვის რეჟიმში გადავიყვანეო, ვერ გაუძლო ბოლო დღეების საუდის არაბეთის შეტევის გამო დაცემულ ნავთობის ფასის ზეწოლას და ახალი შეზღუდვები დაუწესა სავალუტო კონვერტაციას. გუშინდელიდან მოყოლებული, საგენტო ბლუმბერგმა პლატფორმიდან დროებით მოხსნა დოლარის მანათზე პირდაპირი კოტირების მაჩვენებელი, ხოლო კომერციულმა ბანკებმა ფაქტიურად დაკეტეს დოლარის კონვერტაციის ყველა ლეგალური არხი . თუმცა ეს ოფიციალური დოკუმენტით არ დასტურებულა გარდა იმისა, რომ ყოველ პირმა, რომელიც 500 დოლაარზე მეტ თანხის გადახურდავებას მოინდომებს უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. რეალურად კომერციულმა ბანკებმა შეწყვიტეს დოლარის და ევროს გაყიდვა .მანათის კურსი დოლართან მიმდინარე კვირას 1.5626 დაფიქსირდა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდვის გაჩენისთანავე გაჩნდა მეორე - შავი კურსი -2.000. ბუნებრივია , აზერბაიჯანში გაჩენილი პანიკა და დოლარზე მოთხოვნა იმანენტურად გადაწვდება საქართველოს -აზერბაიჯანის ბიზნესი ეცდება საქართველოში გადახურდავოს მანათი მყარ ვალუტაზე და ეს გაზრდის დოლარზე მოთხოვნას შესაბამისი შედეგებით ლარის ექვილიბრუმის წერტილის დარღვევისკენ .. ასევე, რუსეთის ვალუტის დოლართან გაცვლითი კურსი 76 ის მიდამოებში დაფიქსირდა. რაც ძალზე დაბალია ბოლო სამი თვის მანძილზე . რუსეთი ყველა საქაონელს ყიდის რუსულ რუბლებში, რაც ძალზე იაფს , დემპინგურს ხდის რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ფასს, ანალოგიურად თურქეთიდან იმპორტს, ლირას დაცემული კურსის გამო. იაფი იმპორტირებული საქონლის ტალღის ზრდით, იზრდება დოლარზე მოთხოვნილება საქართველოში და კონკურენცის პირობები ირღვევა საქართველოს მეწარმეებისათვის ჩვენს ბაზარზე ,რაც ემუქრება ეკონომიკურ ზრდასაც და ინვესტიციების მოზიდვასაც. სასწრაფოდ, არსებული სიტუაციის კონტრ ნაბიჯების შემსწავლელი და სამოქმედო სქემის შემქმნელი საგანგებო საბჭო უნდა შექმნას მთავრობამ ხელისუფლების სხვადასახვა შტოების ,ბიზნეს წრების და საექსპერტო წრეების მონაწილეობით, რათა თავიდან ავირიდოთ საფინანსო ზვავი. რომელის საშიშროება რეგიონში დღითი -დღე იზრდება







უახლესი პოსტები

  • სიღარიბე და ვიზალიბერალიზაცია (Video)
  • 1tv.ge – სატრანზიტო ტვირთბრუნვის მოცულობა (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ „კვირას” პრესკლუბში
  • „მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ჰუმანური და ემოციებზე აწყობილია, რაც დიდი მინუსია”
  • ცეცხლის ხაზი (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი (Video)
  • ემზარ ჯგერენაია: მაისში ეკონომიკის ზრდას და ბიზნესის გააქტიურებას ველოდებით (Video)
  • გადაცემა „ეკონომეტრი“ (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი

ვიდეოები



















გვერდის შესახებ

  • Youtube
  • დაგვიკავშირდით
  • კონფერენციები
  • სასარგებლო ბმულები
  • ჩვენ შესახებ

ფოტოები

View my Flickr photostream

არქივი

სტატისტიკა


© emzari.ge 2025
Powered by WordPress • Themify WordPress Themes