ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, ქუთაისის ინდუსტრიული ზონა ჯერჯერობით ვერ შედგა

ქუთაისის ინდუსტიული ზონა ჯერჯერობით ვერ შედგა და მას კაპიტალიზაციის, ბაზრების მოძიებისა და მარკეტინგის პრობლემები აქვს. ამის შეასხებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ემზარ ჯგერენაია რადიო “კომერსანტთან” აცხადებს.

შეგახსენებთ: ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ეგვიპტური “ფრეშია” წარმოდგენილი და იქ ნაწარმოები საყოფაცხოვრებო ტექნიკა ექსპორტზე გააქვს. ჯგერენაიას თქმით, ზონას საინვესტიციო კუთხით დიდი მოლოდინები უკავშირდებოდა. თუმცა ამ კუთხით ზონის ოპერატორ კომპანიას ბევრი სამუშაო აქვს. ჯგერენაიას შეფასებით,  ქუთაისის ინდუსტრიულ ზონას დღეს აქვს კაპიტალიზაციის, ბაზრების მოძიების, მარკეტინგის პრობლემა.

ინფორმაციისთვის: ქუთაისის გარდა დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი – ფოთის ინდუსტრიული ზონა ფუნქციონირებს. თუმცა, რამდენიმე წლის წინ იყო საუბარი, რომ ინდუსტრიული ზონები თბილისის აეროპორტთან, რუსთავსა და ხულოში უნდა გაკეთებულიყო.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments