”თბილისში “შავი პარასკევი” მოსალოდნელი არ არის”

შედგება თუ არა საქართველოში ეგრეთ წოდებული „შავი პარასკევის“ ანალოგიური შოფინგ–ფესტივალი. თბილისის 7000-მდე მაღაზიასა და ყველა სავაჭრო ცენტრში პირველი შოფინგ-ფესტივალის ფარგლებში ფასდაკლებები მეორე დღეა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, “თბილისი ცენტრალი”, “ჯითისი”, “ქარვასლა”, “აქსისი შოფინგ ცენტრი” და “პიქსელი” მომხმარებელს 70%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს.

გარდა ამისა, ფესტივალში ჩაერთო პეკინისა და ყაზბეგის ქუჩებზე, ასევე ჭავჭავაძის და ვაჟა-ფშაველას გამზირებზე მდებარე მაღაზიები. არსებული ინფორმაციით, ფასდაკლება 10%-დან იწყება და 40%-მდე აღწევს. შოფინგ–ფესტივალი 11 დეკემბერს დასრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით კი, მომავალი წლიდან შოფინგ-ფესტივალი რეგიონების მასშტაბითაც გაიმართება.

ექსპერტი ეკონომიკურ საკითხეში ემზარ ჯგერენაია აცხადებს, რომ თბილისში ე. წ. “შავი პარასკევი” მოსალოდნელი არ არის. მისი განამრტებით, ინიციატივა კარგია, თუმცა ბიზნეს-კომპანიებმა მომავალში ფასდაკლება საშუალოდ 50%-მდე მაინც უნდა გაზარდონ. ექსპერტის თქმით, როდესაც პროდუქტი პირობითად 100 ლარი ღირს და ფასდაკლება 10%-ია, მყიდველისთვის საქონლის 10 ლარით იაფად შეძენა შეღავათი ვერ იქნება. ჯგერენაიას განცხადებით, წლის განმავლობაში მოსახლეობის შემოსავლები არ იზრდება. შედეგად, სავაჭრო ქსელებში რეალიზაციის და კომპანიების სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი არ იცვლება.

წყარო: კომერსანტი

Comments

comments