ემზარ ჯგერენაია: უძრავ ქონებაზე ფასები 25%-ით დაეცა (Audio)

თუ ლარი ვარდნას განაგრძობს, უძრავი ქონების ბაზარზე სიტუაცია უფრო გაუარესდება, განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ.

ემზარ ჯგერენაია: უძრავ ქონებაზე ფასები 25%-ით დაეცა 00:00 / 00:00 „მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს. წლის დასაწყისიდან ფასებმა უკვე მეოთხედით დაიწია. ბაზარზე საკმაოდ რთული სიტუაციაა“, – აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის სექტემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 10.6%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 54 265 ერთეული შეადგინა. წინა თვესთან შედარებით კი სარეგისტრაციო
ტრანზაქციების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა.

იხილეთ აუდიო ვერსია

Comments

comments