ტრამპი დე იურე და მსოფლიოს ახალი ეკონომიკური პარადიგმა

“ტრამპი დე იურე და მსოფლიოს ახალი ეკონომიკური პარადიგმა” – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯეგერენაია, სადაც დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას და ამ ფაქტის მსოფლიო ბაზრებზე ასახვას ეხმაურება.

გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
“ოთხშაბათს დილიდანვე მსოფლიო საფონდო ბაზრების ქცევა იყო ძალიან ემოციური. სერიოზული პანიკა დაიწყო აზიის ბაზრებზე ჩვენი დროით დილის 6 საათიდან. ბაზარები აწყობილი იყვნენ თეზაზე, რომ კლინტონი მოიგებს და როდესაც ფლორიდის და კალიფორნის შტატების შედეგები გახდა ცნობილი – 9 სათზე შეშფოთებამ იმატა. ინვესტორების სურვილის მსხვრვამ და რეალობამ -მიიღოს გამარჯვება დონალდ ტრამპი,როგორც ფაქტი გამოიწვია ისტერიული მოძრაობა წამყვან ბაზრებზე. მარტო რუსეთის ბაზრები (ორივე ) გამოიყურებოდნენ ოპტიმისტურად .. შედეგად, დახურვის დღეს, MICEX ინდექსმა საკმაოდ იოლად გაიარა წინააღმდეგობის ნიშნული და დაიხურა 2011,58 ქულაზე, გაიზარდა 2.2%. RTS- ის ინდექსი ოდნავ ჩამორჩა მის “კოლეგებისას” აჩვენა ზრდა 1.8% დაახლოებით 990,35 ქულა. მთავარი პოზიტიური სიგნალი გახდა მოლოდინი ურთიერთობის დათბობის აშშ -თან, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შესაძლო სანქციების მოხსნა.
დანარჩენი ბაზარი მთლიანად უარყოფითი მაჩვენებლებით იყო წარმოდგენილი. მთელი აზია, ავსტრალიდან შანახაიმდე. ასევე ევროპა მინუასებში გაიხსნა. სასქაონლო ბირჟაზე ფასები დაეცა, გარდა ოქროსი . ყველამ ოქრიოს და იაპონურ იენს შეაფარა თავი .ამიოტომ ოქრო 1300 ზე ზევით ავიდა უნციაზე და 5.6% ით გამყარდა იაპონური იენი.
ევროპის ბაზრებზე დაიწყო ვაჭრობა უარყოფითი ტერიტორიაზე, მაგრამ მალე შეიცვალა სიტუაცია ,როგორ ც ტრამპის მოგება ყველამ აღიარა ძველი სამყაროს ბირჟები აჩვენებდნენ ზრდას და ნევროზმა დატოვა საფონდო ბაზრები. ინვესტორები სწრაფად გამოფხიზლდნენ ამერიკული არჩევნების ზედმეტად ემოციური რეაქციისგან . დღის დასასრულს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 100 გაიზარდა 1% -ით, ინდექსის ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე DAX გამყარდა 1.56%, პარიზის საფონდო ბირჟაზე CAC 40 დაიხურა დადებითი ტერიტორიაზე მატებით-1.49%. დღის ბოლოს დახურვის ზარის წინ დოუ ჯონსის ინდექსი გაიზარდა 1,4%,
S & P 500 ინდექსი დადებითი 1.11%, Nasdaq პლუს 1.11%.
დღეს დილით სასიკეთო ნიშნები გამოჩნდა აზია-წყნარი ოკეანის ბაზარზე, რომელიც გუშინ ჩაიძირა შოკში და დაბრუინდა გუშინწინდელ მიჯნაზე. დღემდე კორეის KOSPI გაიზარდა 2.18%, ჩინური CSI-300 გაიზარდა 1.18%, ჰონკონგში Hang Seng გაიზარდა 2.08%, იაპონიის Nikkei ინდექსი გამყარდა 6.8%. აღსანიშნავია, რომ ამ დროს სავაჭრო სესიაზე იაპონური ინდექსი მოიპოვა 1000-ზე მეტი ქულა, აინაზღაურა გუშინდელი მარცხი სასაქონლო ბირჟებზე იზრდება მაჩვენებლები , შეიცვალა ნეგატიური დინამიკა, ასევე გაიზარდა აშშ ნავთობის რეზერვები. ასე რომ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მარაგები გაიზარდა 2,432 მლნ ბარელით, ხოლო ანალიტიკოსები მოელოდა ზრდას მხოლოდ 1.33 მლნ/ბ , Brent ტიპის ნავთობის სავაჭრო დეკემბ რის ფიუჩერსი $ 46,73 დოლარი ბარელზე, მსუბუქი ნავთობის $ 45.44.გახდა.
მთლიანად საერთაშორისო ბაზრებზე სავაჭროფონი გახსნისას ხუთშაბათს იყო დადებითი. მსოფლიოს წამყვანი პლატფორმებმა ასევე აჩვენა დადებითი მაჩვენებლები, სავაჭრო დღე აზიაში დადებით ნოტაზე დაიხურა. ახლა ყურადღება უნდა გამახვილდეს სპეკულაციებზე, რომ მომავალი ოპეკის შეხვედრა ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის Fed-ის სხდომა და კონსტიტუციური რეფერენდუმის იტალიაში, რომელიც გაიმართება 4 დეკემბერს ბოროტად არ გამოიყენონ.
ყველა ელოდება, რომ ტრამპის გუნდი იქნება ძლიერი და განახორციელებეს სერიოზულ რეფორმებს . ძირითადად ანალიტიკოსები ელიან რეფორმებს ფედერალური სარეზერვო სისტემის და საბანკო რეგულირების სფეროში, ფასიანი ქარალდების რეგულირების და ასევე საბიუჯეტო- ფისკალურ საკითხებში.
განვითარებადი ბაზრის აქციები დაეცა ყველაზე მეტად,მინიმუმი აჩვენეს ბოლო ხუთ თვეში და მექსიკის peso სერიოზული დევალვაცია განიცადა.ყველაზე მეტად მექსიკას შეეხო ტრამპის სარჩევნო პროგრამის ჩანაწერი დაბალი ტარიფების შესახებ. დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ამწვავებს შეშფოთებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შეუძლია მიიღოს პროტექციონისტული პოლიტიკა, რაც საფრთხეს უქმნის განვითარებადი ქვეყნების სავაჭრო გარიგებებს და საემიგრაციო სისტემის შეცვლით მუშახელის შედინებას შტატებში განვითარებადი ქვეყნებიდან
Trump ნაკლები იქნება მზად, ვიდრე მისი წინამორბედი, დაიცვას აღმოსავლეთ ევროპის ერები რუსეთის აგრესიისგან. ბევრ იფიქრობს, რომ რუსეთის ქმედებები უფრო აგრესიული; გახდება , რაც ჩემი აზრით, სრული ბოდვაა . ტრამპი აშშ- ის პრეზიდენტია და არა რიგითი მოთამაშე. Trump-მა პირობა დადო, რომ რუსეთთან ურთიერთობების გააუმჯობესებს და განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას ყირიმთან მიმართბაში ,მაგრამ იგივე არ იყო ე. წ. გადატვირთვის პოლიოტიკა?. შეიცვალა რამე ?
რაც შეეხება საქართველოს , ლარმა ვერც მოასწრო რეაგირება და მისმა კურსმა კორექცია ვერ განიცადა. ტრენდი იგივე დარჩა.
მსოფლიო ბაზარი პარასკევს დაუბრუნდება თავის ჩვეულ რიტმს და ტრამპის არსებობას მიიგებს როგორც ფაქტს , მაგრამ ცხადია მსოფლიო ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარადიგმის შენებას იწყებს და სადაა აქ საქართველო ესაა გასარკვევი! ჩვენ მარტო ელჩს ვცვლით ამ ქვეყანაში თუ ახალ დიპლომატიურ ქეისს ვატაანთ სახლში დამუშავებულ სქემებს საქართველოს მომავალზე?” – წერს ჯგერენაია.

წყარო: bfm.ge

Comments

comments