საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და პერსპექტივები 2016 წელს

2016 წლის 15 მარტს “ეკონომიკური კვლევის ცენტრის” და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე “საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და პერსპექტივები 2016 წელს”.
ეს იყო წარმატებული მცდელობა შექმნილყო მოედანი სადაც პროფესიულ გარემოში ეკონომიკის აქტუალურ საკითხებზე ღიად და პოპულიზმის გარეშე ერთად იმსჯელებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლები და დარგის ექსპერტები.

დისკუსიას წინ უძღოდა მოხსენებები
1. “მონეტარული პოლიტიკის მიზნები და გამოწვევები 2016 წელს,” (მომხსენებელი ბ-ნი არჩილ მესტვირიშვილი),
2. “ფისკალური პოლიტიკის მიზნები და გამოწვევები 2016 წელს,” (მომხსენებელი ბ-ნი ნოდარ ხადური და ბ-ნი ნიკოლოზ გაგუა),
3. “ეკონომიკური პოლიტიკის მიზნები და გამოწვევები 2016 წელს, “(მომხსენებელი ქალბატონი ირმა ქავთარაძე).
შეხვედრა მიმდინარეობდა პრესის გარეშე, საქმიან და კოლეგიალურ ფორმატში

995392_561021050730749_1861829757761950387_n

1779168_561021207397400_1125139788458754560_n

12063297_561020420730812_4864023990530217317_n

Comments

comments