November 28, 2015
The Federal Reserve-ის სხდომა 16 დეკემბერს და ლარის გაცვლითი კურსი წლის ბოლოს
მიუხედავად იმისა, რომ ბატონმა მარიო დრაგიმ ნახევარი ტრილიონი ევრო დახარჯა ევროპული აქტივების შესაძენად, (ის იძენს თვეში 60 მილიარდის სახელმწეიფო ობლიგაციებს, ძირითადად, ევროზონისას) მაინც ვერ აღწევს მიზანს –2%-იან ინფლაციას. უფრო მეტიც, ინფლაცია ძალზე დაბალ დონეზე რჩება -0.3% და მარიო დრაგის მცდელობა, ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ხელი შეუწყოს ევროპის ეკონომიკის ზრდას და ევროს გაცვლითი კურსის დაცემას – უშედეგო რჩება! ამის გათვალისწინებით, 3 დეკემბრის ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე სადეპოზიტო პროცენტის კიდევ მეტად დაწევას აპირებენ. გადაწყვეტილი აქვთ შეასუსტონ ევროზონის მონეტარული პოლიტიკა. იმ ფონზე როცა, 16 დეკემბრის აშშ-ს ფედერალური სარესზერვო სისტემის მორიგ შეხვდრაზე, 99%-იანი ვარაუდით, ბოლოსდაბოლოს გაზრდიან სააღირცხვო პროცენტს. ევროპაში კურსი ისედაც ძალზე დაბალია – მინუს 0.2% . ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ დოლარის კურსი დაიწყებს დაცემას. ბუნებრივია, ეს საქართველოზეც აისახება, რადგან სუპერმყარი დოლარის ეპოქა დამთავრდება ამ ეტაპზე და დაიწყება სხვა ვალუტების გამყარება, იგივე ლარის (სხვა თანაბარ პირობებში). რადგან ევროს გამყარება არ აწყობთ ევროპის ცენტრალური ბანკის მესვეურებს, ისინი ჩქარობენ კონტრ ზომები მიიღონ და ევრო დატოვონ დაბალ ნიშნულზე.
დეკემბრის მეორე ნახევარში ძირითადი იმპორტული საქონლის მასა შემოტალი იქნება საქართველოში და დოლარზე მოთხოვნის გაზრდა არაა მოსალოდნერლი. სეზონურობის და გადასახადების გრაფიკის ფაქტორის გათვალისწინებით, პირიქი – ლარზე მოთხოვნა დაფიქსირდება და ასევე, უცხოეთიდან ტრანსფერების ზრდა. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ლარის კურსი დოლარის მიმართ გამყარდება წლის ბოლოსათვის.