“ლარი დასტაბილურებას მაისის ბოლოდან დაიწყებს”

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ლარის დასტაბილურების პროცესის დაწყებას მაისის მეორე ნახევრიდან ვარაუდობს.
როგორც მან საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, დეფიციტის შევსების მყისიერი ზრდისთვის პრივატიზაცია, ექსპორტის და ტრანსფერის ზრდაა საჭირო. მისივე განმარტებით, მიზეზები, რის გამოც ლარის კურსმა ასეთი სახეცვლილება განიცადა, ნელ-ნელა უმჯობესდება. უმჯობესდება ექსპორტისა და ტრანსფერის მაჩვენელიც. ძალიან ნელი ტემპით მაგრამ იზრდება ინვესტიციებიც.
იმისათვის, რომ ლარმა ცოტა ამოისუნთქოს, ექსპერტის თქმით, პირდაპირი ინვესტიცების ზრდა და პრივატიაზაციაა საჭირო.

„ლარისთვის მაისის თვე გადამწყვეტია. ამ თვეში ბიუჯეტური პროცესი იწყება. 2016 წლის ბიუჯეტის კონტურები უკვე პარლამენტს უნდა გადასცენ და მთავრობამ უნდა თქვას როგორი იქნება ინფლაციის, უმუშევრობის, გაცვლითი კურსის მაჩვენებელი. ის, რის გამოც დაეცა ლარის კურსი, იგივე ექსპორტის მაჩვენებლი უმჯობესდება, მაგარამ არა იმ ტემპებით, როგორიც ჩვენ გვინდა. უმჯობესდება ტრანსფერის მაჩვენებელიც. ძალიან დაბალი ტემპებით მაგრამ უმჯობესდება ინვესტიციის მაჩვენებელი . ჩვენ დღეს სასწრაფოდ პრივატიზაცია გვჭირდება. სწრაფი პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა, რომ ლარის კურსმა ამოისუნთქოს. მაისის მეორე ნახევარში ლარის კურსი დასტაბილურებას დაიწყებს, თუმცა ძველ ნიშნულს აღარ დაუბრუნდება.
ივნისის თვეში მისმა კურმა შესაძლოა 2, 2 შეადგინოს. ინვესტიციების ტალღა მოსალოდნელია ივნისში და ივლისში. ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში, იქნება ამ პერიოდისათვის უკვე სავალუტო შემოდინების ტალღა იქნება და ლარი გამყარდება. კურსი აღარ იქნება ასეთი მცოცავი. ყველაზე მეტად მინიმუმ კიდევ ერთი თვე გაჭირდება და ეს თვე უნდა გადავიტანოთ“, – აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.

წყარო: www.kvira.ge

Comments

comments