რატომ ეცემა ლარის კურსი

4

ლარის კურსი კვლავ დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2014 წლის 21 ნოემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1, 7778 ნიშნულამდე, ხოლო ევროს მიმართ 2,2260 ნიშნულამდე დაეცა.
თსუ-ს პროფესორი ემზარ ჯგერენაია ლარის კურსის ვარდნის მიზეზებზე საუბრობს. „ლარის კურსის დაცემის პირველი მიზეზი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გააქტიურებაა, წლის ბოლო ახლოვდება და ისევე როგორც შარშან, გაიზრდა საბიუჯეტო დაფინანსებით კაპიტალური ხარჯები და შესაბამისად, ლარის მიწოდება. მეორე მიზეზია ის, რომ უცხოეთის ბაზარზე შემცირდა სასაქონლო ფასები, რამაც დოლარზე მოთხოვნა ბუნებრივად დაწია. ასევე, დოლარი მთელ მსოფლიოში გამყარდა, მან შვიდწლიან მაქიმუმს მიაღწია, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია ლარი-დოლარის გაცვლით კურსზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა სააგრიცხვო პროცენტი უცვლელი დატოვა და შეინარჩუნა ლიბერალური მიდგომა“ – აცხადებს ემზარ ჯგერენაია.

Comments

comments