პრეზიდენტი ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებს შეხვდა

4

საქართველოს პრეზიდენტისა და ეკონომიკის დარგში მომუშავე ექსპერტებს შორის შეხვედრა ეროვნული ბანკის უმაღლეს ორგანოში – ეროვნული ბანკის საბჭოში ერთი ვაკანტური ადგილის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით გაიმართა.ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილზე კანდიდატურის შერჩევისა და წარდგენის თხოვნით, ქვეყნის პირველ პირს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ წერილობით 8 ოქტომბერს მიმართა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას განაცხადა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატურის შერჩევის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი იყოს მაღალკვალიფიციური და ობიექტური პროფესიონალი. მისი თქმით, შერჩეული კანდიდატი კარგად უნდა აცნობიერებდეს რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ქვეყნის პირველი პირი მზად არის აღნიშნულ თანამდებობაზე პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგინოს კანდიდატურა.

4

4

4

4

Comments

comments