ემზარ ჯგერენაია ხელისუფლებას რუსული პროდუქციის დაბეგვრისკენ მოუწოდებს

4

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ხელისუფლებას რუსული პროდუქციის დაბეგვრისკენ მოუწოდებს.

როგორც ექსპერტმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გასვლასთან დაკავშირებით ქართულ ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

“რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც ის ცდილობს გავიდეს ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან მნიშვნელოვან ზიანს ქართულ ეკონომიკას ვერ მოუტანს. ეს უფრო მეტად წამგებიანი რუსეთის ხელისუფლებისთვის შეიძლება აღმოჩნდეს რადგანაც რუსეთიდან საქართველოში უფრო მეტი პროდუქტი შემოდის ვიდრე გადის. აქიდან გამომდინარე ჩვენი ხელისუფლებიდან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია”, – აცხადებს ექსპერტი და დასძენს რომ რუსული პროდუქციის დაბეგვრა ადგილზე ფასების გარკვეულ ზრდას გამოიწვევს.

ჯგერენაია ფიქრობს, რომ რუსეთის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება დროებითია და ის მათი ეკონომიკური ინტერესიდან გამომდინარე შეიცვლება.

წყარო: http://primetimenews.ge/?page=4&news_id=32498&c=2

Comments

comments