სტრატეგია “საქართველო-2020″ პროექტის განხილვა

1798613_662769180428065_2018889217_n
მიმდინარე წლის 14 თებერვალს, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020-ის“ პროექტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე განიხილეს. სხდომას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო.

სტრატეგიაში ასახულია ის მექანიზმები და ინდიკატორები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში ყოვლისმომცველი ეკონომიკური ზრდა, მათ შორისაა: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა, ადამიანური კაპიტალის განვითარება, აგრეთვე, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი წინაპირობების შენარჩუნება, როგორიცაა: მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საბიუჯეტო ხარჯების ეფექტიანობა, ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობა.

Comments

comments