“საქმე” – სტუმარი: ემზარ ჯგერენაია (Video)

თანაინვესტირების ფონდი ოფიციალურად დაფუძნდა. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი კაპიტალი 6 მილიარდი დოლარი იქნება, რომლის 15 პროცენტიც ბიძინა ივანიშვილის პირადი კაპიტალია. ფონდის პრეზენტაცია ჯერ დასრულებული არ იყო, რომ ცნობილი გახდა მისი სავარაუდო პირველი საჩვენებელი პროექტის შესახებ – ესაა ანაკლიის პორტი. “ჩვენ განვიხილავთ ანაკლიაში წელიწადში 110 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობის პორტის მშენებლობას, რომელიც იმუშავებს 12 თვის განმავლობაში. წინა ხელისუფლება კი საუბრობდა ამ პორტის მშენებლობაზე, მაგრამ მათ არც პროექტი ჰქონდათ და არც დასაფინანსებელი თანხა,” – თქვა პრემიერ-მინისტრმა.

გადაცემა “საქმის” სტუმარია ემზარ ჯგერენაია, ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკის” დამფუძნებელი.

წყარო: www.palitratv.ge

Comments

comments