January 21, 2016
ემზარ ჯგერენაია – ლარის კურსთან დაკავშირებით ხელისუფლება კონკრეტულ ქმედებებზე უნდა გადავიდეს
ექსპერტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ხელისუფლება კონკრეტულ ქმედებებზე უნდა გადავიდეს. როგორც ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა, იმდენად დინამიური პროცესები მიმდინარეობს, რომ გეგმის შედგენის დრო არ არის. რაც შეეხება იმას, თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი, ჯგერენაიას განცხადებით, ამის თქმა არავის შეუძლია, იქედან გამომდინარე, რაც რეგიონში მიმდინარეობს – ეს ეხება თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში მიმდინარე პროცესებს, რომელიც საქართველოს მიმდინარე ბალანსს აუარესებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში რეზერვის გაყიდვა არასწორია და ამის მაგალითად ემზარ ჯგერენაია ჩინეთსა და აზერბაიჯანს ასახელებს, სადაც დიდი რაოდენობით რეზერვი იქნა დახარჯული, თუმცა ადგილობრივივალუტების გამყარებას ვერ მოხდა. იხილეთ მეტი