emzari.ge
ემზარ ჯგერენაიას ოფიციალური გვერდი
  • მთავარი
  • ბლოგი
  • ბიბლიოთეკა
    • წიგნები
    • სამეცნიერო სტატიები
  • უნივერსიტეტი
  • მედია
  • კონფერენციები
  • Youtube
  • ფოტო
    • პირადი
    • კონფერენციები (ფოტო)
English
   
RSS
  • YouTube
  • Linkdin

თემატიკა

  • ბლოგი
  • მედია
  • კონფერენციები
  • საუნივერსიტეტო გვერდი
  • ბიბლიოთეკა
  • სასარგებლო ბმულები
  • Youtube
  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

ბლოგი


რა დაიცავს საქართ ველოს 2016 წლის მსოფლიო კრიზისისგან
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჯო ბაიდენმა (Joe Biden), მსოფლიოს ამ ერთ-ერთმა ყველაზე ბრძენმა ადამიანმა ბიზნესმენებს განუცხადა – თქვენ გაგაქვთ კაპიტალი, ფული ქვეყნიდან და ოფშორებში გადასახადებისგან მალავთ და ამით ახარებთ თქვენს მეწილეებს და აქციონერებს და ქურდავთ, ასუსტებთ სახელმწიფოს, თქვენს ქვეყანას. დააბრუნეთ ის კაპიტალი უკან, თქვენს ქვეყანაში და გაახარეთ თქვენი თანამოქალაქენი, სახელმწიფო და ისინი ააყვავებენ თქვენს ბიზნესს...


სად დაიწყება 2016 წლის კრიზისი და როგორ დამალა ფინანსთა მინისტრმა დიდი გადასახადი
ის რომ 2016 წელს კრიზისი დაიწყება – არავისათვის საეჭვო არაა, არც ის, რომ ეს კაპიტალ მარკეტიდან დაიწყება, მაგრამ კონკრეტულოად რა სეგმენტში და რომელ კვადრატზე ესაა მთავარი. ამის გარკვევაში გარკვეულ წილად 2007-08 წლების კრიზისი გახსენება გამოგვადგება. აპრიორი უნდა დაუშვათ, რომ კრიზისის შესახებ ინფორმაცია მცირე, შეიძლება ძალიან მცირე, მაგრამ ნიშვნელოვან მოთამაშებს აქვთ...


სმიტი და ჩინეთი
ოქტომბრის ბოლოს მთელი ინგლისი, მისი აღმატებულება დედოფლიან, პრინცებიან და პრემიერ-მინისტრიანად ერთ უდიდეს სტუმარს მასპინძლობდნენ – კომუნისტური ჩინეთის პრეზიდენტს. ეს ნამდვილად მეფური დახვედრა იყო და ამ ოდესღაც სასტიკად დაპირისპირებული ქვეყნების ხელმძღვანელების ურთიერთობის ახალი ეპოქა. უფრო მეტიც – იგრძნობოდა, რომ მსოფლიოს ყოფილი უძლიერესი იმპერია დაჰკანკალებდა სტუმარს და ძალზედ ცდილობდა მოეწონებინა თავი, იგრძნობოდა რომ უპირატესობა სტუმრის მხარეს იყო...


რა ღირს სიყვარული, ანუ კანონი სიცარიელეში და სიცარიელეზე ცარიელი ქვეყნისათვის
სიცარიელე კაცობრიობის ყველაზე ძვირადღირებული სივრცეა. მთლიანი ბაზრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სწორედ ქმედება სიცარიელის დასაფარავად. ადამიანები სიცარიელის შესავსებად ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ და ხშირად გაუცნობიერებლადაც. ალბათ, ეს არავის დაუთვლია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანური ურთერთობები ფულად გამოსახულებაში საკმაოდ დიდ ციფრს აღწევს...


სტენდალის სიფილისით სიკვდილის კანონზომიერების და თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური პარადიგმების შესახებ, ანუ ებოლათი სიკვდილი რომელი პოლიტიკოსისთვის იქნებოდა კანონზომიერი
ზამთარი ზანტად, სუსხით, ტკივილით და მელანქოლიურად გვეპარება. მზე მარცხდება და სიცივის უფერული სუდარა ეფარება ბუნებასა და ზაფხულის კისკისა, მხიარულ და სიყვარულით გაჯერებულ სულს! ყველაფერს ალბათ თავის დრო აქვს, ყველაფერი წარმავალია, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ – ადამიანები ამ ცარიელი სიტყვებით უბრალოდ თავს იმშვიდებენ და შეცდომების მტვრით გადაფარვას ან სულაც სხვაზე გადაბრალებას – ბუნებაზე ან საერთოდაც მზეზე – ცდილობენ. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება ყველაზე მტკივნეულია...


ქართული მწვანე მოძრაობის უცნაური შუქ-ჩრდილები ანუ როგორ არის მწვანე იმავდროულად შავი, წითელი, ყვითელი და ჭრელიც
აპრილს ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მსოფლიო დედამიწის დღეს ზეიმობდა, კაშკაშა მზის გულზე (დილით ჯერ კარგი ამინდი იყო), მწვანეთა მოძრაობამაც აღნიშნა იგი. ამ დღის აღსანიშნავად მწვანეებმა ე.წ. პერფომანსი მოაწყვეს, სადაც „მწვანე ბიზნესის“ სახეებად არც მეტი, არც ნაკლები – უმსხვილესი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები დაასახელეს...


”ბექგრაუნდისა” და ურთიერთშეფასების პრობლემა საქართველოს ეკოპოლიტიკაში
სუსხიანი ზამთარია. ყინვა სისინებს, თრთის და უნდა – ძვალ-რბილში დარდივით შეაღწიოს. ისეთი სუსხია, თვით ყინვასაც შესცივდა, მგონი, და ჩვენ უბადრუკ სხეულში ეძებს სითბოს. ის კი არ იცის, ჩვენ მასზე უფრო ცივები და სასტიკები რომ ვართ. ის ცივია, მაგრამ მდუმარე და სუფთა, ჩვენ – ცივები, სასტიკები და თან ათასგვარ ფარისევლობასა და სიბინძურეს ვლაპარაკობთ.


აქა ამბავი საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის ალტერნატიული ინკლუზიური სათავადაზნაურო მოდელისა და ფულის კეთების ქართული გაცვეთილი გზისა, ანუ ღმერთო, დაგვიფარე!
კახური თათარასავით დუღდა საშემოდგომოდ საზოგადოება: აქ ახალი პრეზიდენტის ახლებურად არჩევა და ახალი მთავრობაო, იქ მსოფლიო ისტორიაში უნიკალური რამ მოხდა – მოქმედი პირველი პირი თავის ნებით გადადგა და საზოგადოება დღემდე შოკშია – რატომ მიგვატოვაო და უცებ…

მერი დაიჭირეს
საუკუნეა ვდაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებზე თუ მმართველობაზე. ყველანი ვაკრიტიკებთ, მოვითხოვთ, რომ იყვნენ ძლიერები და ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის ქვაკუთხედები. მუდამ ვკამათობთ, ვქმნით ახალ კონცეფციებსა თუ კანონებს და ისევ ვწუწუნებთ, რომ ვერ შეიქმნა და რომ ისეთი პარალიზებულები და სასაცილოები არიან, როგორც ქუთაისის მერია...
სად დაიწყება 2016 წლის კრიზისი და როგორ დამალა ფინანსთა მინისტრმა დიდი გადასახადი

January 25, 2016

სად დაიწყება 2016 წლის კრიზისი და როგორ დამალა ფინანსთა მინისტრმა დიდი გადასახადი

ის რომ 2016 წელს კრიზისი დაიწყება – არავისათვის საეჭვო არაა, არც ის, რომ ეს კაპიტალ მარკეტიდან დაიწყება, მაგრამ კონკრეტულოად რა სეგმენტში და რომელ კვადრატზე ესაა მთავარი. ამის გარკვევაში გარკვეულ წილად 2007-08 წლების კრიზისი გახსენება გამოგვადგება. აპრიორი უნდა დაუშვათ, რომ კრიზისის შესახებ ინფორმაცია მცირე ,შეიძლება ძალიან მცირე, მაგრამ ნიშვნელოვან მოთამაშებს აქვთ. ხოდა ისინი გარბიან იმ სექტორიდან თუ კვადრატიდან, სადაც მოსალოდნელია ფიანსური კრიზიის აფეთქბეა. ამით შეიძლება ალბათ აიხსნას ის გარემოება, რომ კრიზისამდე ცოტა ხნით ადრე ის მნიშვნელოვანი პერსონები იშორებენ ამ აქტივებს და თანაც ძალზე სარფიანად. რომელ აქტივებსაც იშორებენ ამა ქვეყნის ძლიერნი იქ მოხდება კრიზისის პირველი დარტყმა. ამის კონკრეტულ მაგალითად აშშ ყოფილ ფინანსთა მინისტრის ბიოგრაფიას და მის მიერ 200 მილიონის გადასახადის დამალვის ფაქტს გადავხედოთ. იხილეთ მეტი

ემზარ ჯგერენაია – ლარის კურსთან დაკავშირებით ხელისუფლება კონკრეტულ ქმედებებზე უნდა გადავიდეს

January 21, 2016

ემზარ ჯგერენაია – ლარის კურსთან დაკავშირებით ხელისუფლება კონკრეტულ ქმედებებზე უნდა გადავიდეს

ექსპერტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ხელისუფლება კონკრეტულ ქმედებებზე უნდა გადავიდეს. როგორც ემზარ ჯგერენაიამ განაცხადა, იმდენად დინამიური პროცესები მიმდინარეობს, რომ გეგმის შედგენის დრო არ არის. რაც შეეხება იმას, თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი, ჯგერენაიას განცხადებით, ამის თქმა არავის შეუძლია, იქედან გამომდინარე, რაც რეგიონში მიმდინარეობს – ეს ეხება თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში მიმდინარე პროცესებს, რომელიც საქართველოს მიმდინარე ბალანსს აუარესებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში რეზერვის გაყიდვა არასწორია და ამის მაგალითად ემზარ ჯგერენაია ჩინეთსა და აზერბაიჯანს ასახელებს, სადაც დიდი რაოდენობით რეზერვი იქნა დახარჯული, თუმცა ადგილობრივივალუტების გამყარებას ვერ მოხდა. იხილეთ მეტი

გადაცემა: ბიზნესკოდი

January 21, 2016

გადაცემა: ბიზნესკოდი

ტელეკომპანია: იბერია
გადაცემა: ბიზნესკოდი
20/01/2016 იხილეთ მეტი

19.01.2016 ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი

January 19, 2016

19.01.2016 ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი

რა პროცედურებია საჭირო ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დასანიშნად და ვისთან უნდა გაიაროს კონსულტაციები მარგველაშვილმა

January 19, 2016

რა პროცედურებია საჭირო ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დასანიშნად და ვისთან უნდა გაიაროს კონსულტაციები მარგველაშვილმა

ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის დასანიშნად აუცილებელი პროცედურები განმარტა. ექსპერტმა ხაზი გაუსვა თანამდებობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ეს სწორედაც, რომ პოლიტიკური თანამდებობაა.
„ ორგანული კანონის მიხედვით 7 წლით ინიშნება ეროვნული ბანკის საბჭოს 7 წევრი, საბჭოს 7 წევრიდან ირჩევა შემდგომ პრეზიდენტი. ამ წუთას ვადა გასდის მხოლოდ პრეზიდენტს და მის მაგივრად ახალი პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული. პროცედურის მიხედვით პრეზიდენტი წარადგენს საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტში, პარლამენტი დაამტკიცებს და შემდეგ ეს 7- კაციანი საბჭო კანდიდატს პრეზიდენტს წარუდგენს დასამტკიცებლად. კანონმდებლობის მიხედვით საბჭოს ახალი წევრი 2 თვის ვადაში უნდა აირჩეს. კანონმდებლობის მიხედვით გამორიცხული არ არის, პრეზიდენტი მოქმედი საბჭოს წევრებიდან იყოს არჩეული. საბჭოს შეუძლია არსებული წევრებიდან რომელიმეს კანდიდატურა შესთავაზოს პრეზიდენტს“, – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ. იხილეთ მეტი

როგორ აისახება აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისი საქართველოზე

January 14, 2016

როგორ აისახება აზერბაიჯანის სავალუტო კრიზისი საქართველოზე

2015 წელს აზერბაიჯანულმა მანათმა დოლართან მიმართებაში დევალვაცია ორჯერ განიცადა.
პირველად აზერბაიჯანული მანათის დევალვაცია 2015 წლის თებერვალში მოხდა, 21 დეკემბერს კი აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი ვალუტის ფიქსირებული კურსიდან ე.წ. მცურავ კურსზე გადავიდა.
ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, აზერბაიჯანში შექმნილი სავალუტო კრიზისი მალე ქართული ეროვნული ვალუტის კურსზე დამატებით ზეწოლას მოახდენს. იხილეთ მეტი

როგორ დაარეგულირებს ონლაინ კაზინოების მუშაობას მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი რეგულაციები

January 13, 2016

როგორ დაარეგულირებს ონლაინ კაზინოების მუშაობას მთავრობის მიერ შემოღებული მკაცრი რეგულაციები

ხშირია შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნები სათამაშოდ სხვა ადამიანის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას იყენებენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, ონლაინ კაზინოების მიმართ შესაძლოა, მკაცრი რეგულაციები ამოქმედდეს. მთავრობა საკითხის საფუძვლიანად შესწავლას გეგმავს. კვირიკაშვილის თქმით, მიიღებენ ზომებს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის ზიანი, რომელიც სათამაშო ბიზნესს მოაქვს მოქალაქეებისთვის.
იხილეთ მეტი

ბიზნესკონტაქტი (Video)

January 11, 2016

ბიზნესკონტაქტი (Video)

ბიზნესკონტაქტი 18:30 (11.01.2016)

«< 6 7 8 9 10 >»

მოკლე ანალიზი

28.01.2016
Financial Times-ის ცნობით მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ჩაფრინდნენ ბაქოში, რათა 4 მილიარდის დახმარების მიღების საკითხი მოილაპარაკონ აზერბაიჯანულ მხარესთან.იგივე წყაროს ცნობით, მათ რამოდენიმე დღეში შეუერთდებიან ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის სპეციალისტები. გამიხარდა აზერბაიჯანს რომ 4 მილიარდი დოლარი გამოუყვეს! ჩვენც ცოტას ამოვისუნთქავთ, არ დაგვაწვებიან ტვირთად. ჩვენც რომ ვთხოვოთ ერთი მილიარდი არაა? ჩვენც რომ დაგვეხმარონ? ვცადოთ მაინც და ვთხოვოთ ჩვენს მთავრობას თხოვოს მათ მილიარდი!!!!

10.01.2016
მსოფლიოს 2008 წლის კრიზისის მსგავსი რყევა ელოდება-ჯორჯ სოროსი
2016 წელი საფონდო ბაზარებზე სერიოზული რყევებით დაიწყო-Dow Jones 4 დან 8 იანვრის ჩათვლით ხუთი პროცენტით ანუ900 პუნქტით დაეცა. FactSet ის ცნობით ეს ბოლო 119 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი წლის დასაწყისი იყო. S&P500 -ის ინდექსი დაეცა 4.9 პროცენტით, ბლუმბერგის ცნობით ეს ამ ინდექსის შემოღებიდან ,1928 წლიდან, ყველაზე ცუდი მაჩვეენებლია. NASDAQ- 6 % ით დაეცა, როგორც 2000 წელს, როცა "დოტ- კომები"- ს კრიზისი დაიწყო.და ბოლოს ინდექსმა MSCI World (Morgan Stanley) 5.8 % დაკარგა ,რაც მისი შემოღებიდან, 1998 წლიდან, უარესი მაჩვენებელია . საერთოდ, მსოფლიო კაპიტალის ბაზარმა 2.4 ტრილიონი დოლარი დაკარგა რამოდენიმე დღეშე . მარტო ბილ გეიცმა დაკარგა 4.6 მილიარდი და ასე ყველა ცნობილმა მილიარდერმა. ამის მიზეზი ჩინეთი გახდა, სადაც 8 იანვარს ბირჟა დაკეტეს სწრაფი ვარდნის გამო . Shanghai Composite ინდექსი 6 იანვარს 6,85 %-ით დაეცა,7ში -7,3%ით. ეს გამოიწვია ჩინეთის იუანის კურსის დევალვაციამ, რითაც ჩინეთის მთავრობა ცდილობდა ეკონომიკის ზრდის შენელების შეჩერებას ერთ დოლართან იუანი ღირდა 6,5646. როცა კაპიტალმა დაიწყო გაქცევა, ის მთავრობამ 6.5636 დონეზე აწია, მაგრამ პანიკა ვერ შეაჩერა. 513 მილიარდის ოქრო-სავალუტო რეზერვები გაყიდეს ჩინელებმა 2015 წელს, მათ შორის, 103 მილიარდის მარტო დეკემბერში, მაგრამ ვერ შეაჩერეს იუანის ვარდნა! მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.7 % დე ჩამოვიდა 2015 წელს. ჩინეთი, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, მოხმარებითაც თითქმის მეორეა და მსოფლიო ბაზარზე საერთო ფასების დონესაც განაპირობებს ამიტომ CNBC ის ცნობით სოროსმა განაცხადა 2008 წლის კრიზისი განმეორდებაო.
წყარო: Soros: It's the 2008 crisis all over again.

პროგნოზი

09.01.2016
საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა ჩვენს რეგიონში-აზერბეიჯანმა, რომელმაც რამ ოდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ მანათის კურსი თავისუფალი ცურვის რეჟიმში გადავიყვანეო, ვერ გაუძლო ბოლო დღეების საუდის არაბეთის შეტევის გამო დაცემულ ნავთობის ფასის ზეწოლას და ახალი შეზღუდვები დაუწესა სავალუტო კონვერტაციას. გუშინდელიდან მოყოლებული, საგენტო ბლუმბერგმა პლატფორმიდან დროებით მოხსნა დოლარის მანათზე პირდაპირი კოტირების მაჩვენებელი, ხოლო კომერციულმა ბანკებმა ფაქტიურად დაკეტეს დოლარის კონვერტაციის ყველა ლეგალური არხი . თუმცა ეს ოფიციალური დოკუმენტით არ დასტურებულა გარდა იმისა, რომ ყოველ პირმა, რომელიც 500 დოლაარზე მეტ თანხის გადახურდავებას მოინდომებს უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. რეალურად კომერციულმა ბანკებმა შეწყვიტეს დოლარის და ევროს გაყიდვა .მანათის კურსი დოლართან მიმდინარე კვირას 1.5626 დაფიქსირდა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდვის გაჩენისთანავე გაჩნდა მეორე - შავი კურსი -2.000. ბუნებრივია , აზერბაიჯანში გაჩენილი პანიკა და დოლარზე მოთხოვნა იმანენტურად გადაწვდება საქართველოს -აზერბაიჯანის ბიზნესი ეცდება საქართველოში გადახურდავოს მანათი მყარ ვალუტაზე და ეს გაზრდის დოლარზე მოთხოვნას შესაბამისი შედეგებით ლარის ექვილიბრუმის წერტილის დარღვევისკენ .. ასევე, რუსეთის ვალუტის დოლართან გაცვლითი კურსი 76 ის მიდამოებში დაფიქსირდა. რაც ძალზე დაბალია ბოლო სამი თვის მანძილზე . რუსეთი ყველა საქაონელს ყიდის რუსულ რუბლებში, რაც ძალზე იაფს , დემპინგურს ხდის რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ფასს, ანალოგიურად თურქეთიდან იმპორტს, ლირას დაცემული კურსის გამო. იაფი იმპორტირებული საქონლის ტალღის ზრდით, იზრდება დოლარზე მოთხოვნილება საქართველოში და კონკურენცის პირობები ირღვევა საქართველოს მეწარმეებისათვის ჩვენს ბაზარზე ,რაც ემუქრება ეკონომიკურ ზრდასაც და ინვესტიციების მოზიდვასაც. სასწრაფოდ, არსებული სიტუაციის კონტრ ნაბიჯების შემსწავლელი და სამოქმედო სქემის შემქმნელი საგანგებო საბჭო უნდა შექმნას მთავრობამ ხელისუფლების სხვადასახვა შტოების ,ბიზნეს წრების და საექსპერტო წრეების მონაწილეობით, რათა თავიდან ავირიდოთ საფინანსო ზვავი. რომელის საშიშროება რეგიონში დღითი -დღე იზრდება







უახლესი პოსტები

  • სიღარიბე და ვიზალიბერალიზაცია (Video)
  • 1tv.ge – სატრანზიტო ტვირთბრუნვის მოცულობა (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ „კვირას” პრესკლუბში
  • „მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ჰუმანური და ემოციებზე აწყობილია, რაც დიდი მინუსია”
  • ცეცხლის ხაზი (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი (Video)
  • ემზარ ჯგერენაია: მაისში ეკონომიკის ზრდას და ბიზნესის გააქტიურებას ველოდებით (Video)
  • გადაცემა „ეკონომეტრი“ (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი

ვიდეოები



















გვერდის შესახებ

  • Youtube
  • დაგვიკავშირდით
  • კონფერენციები
  • სასარგებლო ბმულები
  • ჩვენ შესახებ

ფოტოები

View my Flickr photostream

არქივი

სტატისტიკა


© emzari.ge 2025
Powered by WordPress • Themify WordPress Themes