emzari.ge
ემზარ ჯგერენაიას ოფიციალური გვერდი
  • მთავარი
  • ბლოგი
  • ბიბლიოთეკა
    • წიგნები
    • სამეცნიერო სტატიები
  • უნივერსიტეტი
  • მედია
  • კონფერენციები
  • Youtube
  • ფოტო
    • პირადი
    • კონფერენციები (ფოტო)
English
   
RSS
  • YouTube
  • Linkdin

თემატიკა

  • ბლოგი
  • მედია
  • კონფერენციები
  • საუნივერსიტეტო გვერდი
  • ბიბლიოთეკა
  • სასარგებლო ბმულები
  • Youtube
  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

ბლოგი


რა დაიცავს საქართ ველოს 2016 წლის მსოფლიო კრიზისისგან
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჯო ბაიდენმა (Joe Biden), მსოფლიოს ამ ერთ-ერთმა ყველაზე ბრძენმა ადამიანმა ბიზნესმენებს განუცხადა – თქვენ გაგაქვთ კაპიტალი, ფული ქვეყნიდან და ოფშორებში გადასახადებისგან მალავთ და ამით ახარებთ თქვენს მეწილეებს და აქციონერებს და ქურდავთ, ასუსტებთ სახელმწიფოს, თქვენს ქვეყანას. დააბრუნეთ ის კაპიტალი უკან, თქვენს ქვეყანაში და გაახარეთ თქვენი თანამოქალაქენი, სახელმწიფო და ისინი ააყვავებენ თქვენს ბიზნესს...


სად დაიწყება 2016 წლის კრიზისი და როგორ დამალა ფინანსთა მინისტრმა დიდი გადასახადი
ის რომ 2016 წელს კრიზისი დაიწყება – არავისათვის საეჭვო არაა, არც ის, რომ ეს კაპიტალ მარკეტიდან დაიწყება, მაგრამ კონკრეტულოად რა სეგმენტში და რომელ კვადრატზე ესაა მთავარი. ამის გარკვევაში გარკვეულ წილად 2007-08 წლების კრიზისი გახსენება გამოგვადგება. აპრიორი უნდა დაუშვათ, რომ კრიზისის შესახებ ინფორმაცია მცირე, შეიძლება ძალიან მცირე, მაგრამ ნიშვნელოვან მოთამაშებს აქვთ...


სმიტი და ჩინეთი
ოქტომბრის ბოლოს მთელი ინგლისი, მისი აღმატებულება დედოფლიან, პრინცებიან და პრემიერ-მინისტრიანად ერთ უდიდეს სტუმარს მასპინძლობდნენ – კომუნისტური ჩინეთის პრეზიდენტს. ეს ნამდვილად მეფური დახვედრა იყო და ამ ოდესღაც სასტიკად დაპირისპირებული ქვეყნების ხელმძღვანელების ურთიერთობის ახალი ეპოქა. უფრო მეტიც – იგრძნობოდა, რომ მსოფლიოს ყოფილი უძლიერესი იმპერია დაჰკანკალებდა სტუმარს და ძალზედ ცდილობდა მოეწონებინა თავი, იგრძნობოდა რომ უპირატესობა სტუმრის მხარეს იყო...


რა ღირს სიყვარული, ანუ კანონი სიცარიელეში და სიცარიელეზე ცარიელი ქვეყნისათვის
სიცარიელე კაცობრიობის ყველაზე ძვირადღირებული სივრცეა. მთლიანი ბაზრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სწორედ ქმედება სიცარიელის დასაფარავად. ადამიანები სიცარიელის შესავსებად ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ და ხშირად გაუცნობიერებლადაც. ალბათ, ეს არავის დაუთვლია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანური ურთერთობები ფულად გამოსახულებაში საკმაოდ დიდ ციფრს აღწევს...


სტენდალის სიფილისით სიკვდილის კანონზომიერების და თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური პარადიგმების შესახებ, ანუ ებოლათი სიკვდილი რომელი პოლიტიკოსისთვის იქნებოდა კანონზომიერი
ზამთარი ზანტად, სუსხით, ტკივილით და მელანქოლიურად გვეპარება. მზე მარცხდება და სიცივის უფერული სუდარა ეფარება ბუნებასა და ზაფხულის კისკისა, მხიარულ და სიყვარულით გაჯერებულ სულს! ყველაფერს ალბათ თავის დრო აქვს, ყველაფერი წარმავალია, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ – ადამიანები ამ ცარიელი სიტყვებით უბრალოდ თავს იმშვიდებენ და შეცდომების მტვრით გადაფარვას ან სულაც სხვაზე გადაბრალებას – ბუნებაზე ან საერთოდაც მზეზე – ცდილობენ. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება ყველაზე მტკივნეულია...


ქართული მწვანე მოძრაობის უცნაური შუქ-ჩრდილები ანუ როგორ არის მწვანე იმავდროულად შავი, წითელი, ყვითელი და ჭრელიც
აპრილს ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მსოფლიო დედამიწის დღეს ზეიმობდა, კაშკაშა მზის გულზე (დილით ჯერ კარგი ამინდი იყო), მწვანეთა მოძრაობამაც აღნიშნა იგი. ამ დღის აღსანიშნავად მწვანეებმა ე.წ. პერფომანსი მოაწყვეს, სადაც „მწვანე ბიზნესის“ სახეებად არც მეტი, არც ნაკლები – უმსხვილესი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები დაასახელეს...


”ბექგრაუნდისა” და ურთიერთშეფასების პრობლემა საქართველოს ეკოპოლიტიკაში
სუსხიანი ზამთარია. ყინვა სისინებს, თრთის და უნდა – ძვალ-რბილში დარდივით შეაღწიოს. ისეთი სუსხია, თვით ყინვასაც შესცივდა, მგონი, და ჩვენ უბადრუკ სხეულში ეძებს სითბოს. ის კი არ იცის, ჩვენ მასზე უფრო ცივები და სასტიკები რომ ვართ. ის ცივია, მაგრამ მდუმარე და სუფთა, ჩვენ – ცივები, სასტიკები და თან ათასგვარ ფარისევლობასა და სიბინძურეს ვლაპარაკობთ.


აქა ამბავი საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის ალტერნატიული ინკლუზიური სათავადაზნაურო მოდელისა და ფულის კეთების ქართული გაცვეთილი გზისა, ანუ ღმერთო, დაგვიფარე!
კახური თათარასავით დუღდა საშემოდგომოდ საზოგადოება: აქ ახალი პრეზიდენტის ახლებურად არჩევა და ახალი მთავრობაო, იქ მსოფლიო ისტორიაში უნიკალური რამ მოხდა – მოქმედი პირველი პირი თავის ნებით გადადგა და საზოგადოება დღემდე შოკშია – რატომ მიგვატოვაო და უცებ…

მერი დაიჭირეს
საუკუნეა ვდაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებზე თუ მმართველობაზე. ყველანი ვაკრიტიკებთ, მოვითხოვთ, რომ იყვნენ ძლიერები და ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის ქვაკუთხედები. მუდამ ვკამათობთ, ვქმნით ახალ კონცეფციებსა თუ კანონებს და ისევ ვწუწუნებთ, რომ ვერ შეიქმნა და რომ ისეთი პარალიზებულები და სასაცილოები არიან, როგორც ქუთაისის მერია...

September 17, 2013

ემზარ ჯგერენაია: 2020 წლისთვის საქართველოს მოსახლეობის ძირითადმა ნაწილმა სიმდიდრე უნდა იგრძნოს

16_09_2013_13_40_58jger

„წლიური ზრდა 3–3.5 პროცენტი იქნება. 2014 წელი იქნება ძალიან რთული. განსაკუთრებით პირველი კვარტალი“

ინტერვიუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემზარ ჯგერენაიასთან
იხილეთ მეტი

August 29, 2013

ვინ გახდება ივანიშვილის მემკვიდრე და ვინ დატოვებს მინისტრთა კაბინეტს

ვინ გახდება ბიძინა ივანიშვილის მემკვიდრე, ვინ ჩაიბარებს მისი წასვლის შემდეგ ეკონომიკურ გუნდს და როგორი იქნება ეს გუნდი? ვინ აგებს პასუხს ეკონომიკურ ვარდნაზე და ვინ არის ხელისუფლებაში სუსტი რგოლი?

ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე, თანაც ოფიციალურად, თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წავა. სოციალურ ქსელში შესაძლო მემკვიდრედ ორი ფიგურა დასახელდა – ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე. კალაძე არაოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატადაც კი იყო დასახელებული.

თუმცა, მოულოდნელად ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის პოსტზე, სხვებთან ერთად, მისი კანდიდატურაც შეიძლება იყოს განხილული. ამით მან ისიც დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლას “ქართულ ოცნებაში” უკვე სერიოზულად განიხილავენ, თუმცა ხმამაღლა საუბარს მაინც ერიდებიან.
იხილეთ მეტი

August 26, 2013

როგორია ხალხის ტვინის რეცხვის პროპაგანდისტული მეთოდები, რატომ არის აუცილებელი მოსახლეობის დამშევა შავი პიარის ეფექტიანად მოქმედებისთვის და რატომ გაუქმდა საქართველოში ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობა

536714_443993062341577_1326717065_n
ოცდამეერთე საუკუნე გამორჩეულია იმ ტექნოლოგიით, როგორ უნდა შექმნა არარაობისგან გავლენიანი ადამიანი, რეალურად გავლენიანი კი არარაობად აქციო. პიარტექნოლოგიების განვითარება ადამიანთა მცირე ჯგუფს დანარჩენების ტვინებით უკიდეგანოდ მანიპულირების საშუალებას ანიჭებს. გამონაკლისი არც საქართველოა: სრულიად უცნობი და არაფრით გამორჩეული პერსონები ჭკუის მასწავლებლებად გვევლინებიან და დეზინფორმაციაც ფრიად წარმატებით ვრცელდება და უტყუარ ჭეშმარიტებად საღდება. როგორ გავარჩიოთ ტყუილი სიმართლისგან და დავიცვათ თავი შავი პიარით ზომბირებისგან, – თემას ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია განგვიმარტავს. იხილეთ მეტი

August 6, 2013

დაგვიბრუნეთ მზე და სითი პარკი მოუსავლეთში წაიღეთ

city-200x200

ბიზნესი თბილისურად

ცა ბათუმის თავზე დაილუქა და მზე, ალბათ, საზაფხულო არდადეგებზე წავიდა. მუდმივმა წვიმამ და სიცივემ საზაფხულო სეზონი გადააქცია საზამთროდ. ყველაფერი იცვლება, არ იცვლება ელ ჯერო და სითი პარკი. ნეტავ, რატომ გაგვიბრაზდა მზე ამჯერად ან ვინ გაანაწყენა? მე მესმის მისი, დაიღალა ჩვენი ყურებით, მაგრამ ასეთი გაბუტვაც არ შეიძლება, ცოდვაა საწყალი ხალხი, რომლის ერთად ერთი დასასვენებელი ადგილი ზღვაზე – უძვირესი და უნესტესი ბათუმია. უამინდობაში მოწყენილობა პიკს აღწევს და ყველა ქალაქის ცენტრისკენ მიილტვის. მათ შორის მეც ქალქის ცენტრისკენ დავიძარი და დიდი ხნისა და გამალებული ძებნის შემდეგ მანქანის პარკირებისთვის ადგილი ვიპოვე. იხილეთ მეტი

August 5, 2013

გადაცემა P.S. (Video)

ტელეკომპანია: რუთავი 2
გადაცემა: P.S. (04.08.13)
თემა: 5-წლიანი გაკვეთილი; სტალინის გორი და ჰიტლერის ბრაუნაუ; ჰაზანავიჩუსის ქართული ვნებები;პრობლემები ეკონომიკაში

August 2, 2013

არგუმენტები თეა სიჭინავასთან (Video)

ტელეკომპანია: მაესტრო
გადაცემა: არგუმენტები თეა სიჭინავასთან 01.08.13
სტუმრები: ნინო ბურჯანაძე, თეა თუთბერიძე, გელა ნიკოლაიშვილი, მიხეილ ჯიბუტი, ემზარ ჯგერენაია და ლევან კალანდაძე

July 27, 2013

ახალკაცის მატრიცა (Video)

ტელეკომპანია: მე-9 არხი
გადაცემა: ახალკაცის მატრიცა (27.07.13)
სტუმარი: ემზარ ჯგერენაია

July 26, 2013

არგუმენტები თეა სიჭინავასთან (Video)

ტელეკომპანია: მაესტრო 24 არგუმენტები
გადაცემა: თეა სიჭინავასთან (26.07.13)
სტუმრები: ემზარ ჯგერენაია, რამაზ საყვარელიძე და ირაკლი ღლონტი

«< 29 30 31 32 33 >»

მოკლე ანალიზი

28.01.2016
Financial Times-ის ცნობით მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ჩაფრინდნენ ბაქოში, რათა 4 მილიარდის დახმარების მიღების საკითხი მოილაპარაკონ აზერბაიჯანულ მხარესთან.იგივე წყაროს ცნობით, მათ რამოდენიმე დღეში შეუერთდებიან ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის სპეციალისტები. გამიხარდა აზერბაიჯანს რომ 4 მილიარდი დოლარი გამოუყვეს! ჩვენც ცოტას ამოვისუნთქავთ, არ დაგვაწვებიან ტვირთად. ჩვენც რომ ვთხოვოთ ერთი მილიარდი არაა? ჩვენც რომ დაგვეხმარონ? ვცადოთ მაინც და ვთხოვოთ ჩვენს მთავრობას თხოვოს მათ მილიარდი!!!!

10.01.2016
მსოფლიოს 2008 წლის კრიზისის მსგავსი რყევა ელოდება-ჯორჯ სოროსი
2016 წელი საფონდო ბაზარებზე სერიოზული რყევებით დაიწყო-Dow Jones 4 დან 8 იანვრის ჩათვლით ხუთი პროცენტით ანუ900 პუნქტით დაეცა. FactSet ის ცნობით ეს ბოლო 119 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი წლის დასაწყისი იყო. S&P500 -ის ინდექსი დაეცა 4.9 პროცენტით, ბლუმბერგის ცნობით ეს ამ ინდექსის შემოღებიდან ,1928 წლიდან, ყველაზე ცუდი მაჩვეენებლია. NASDAQ- 6 % ით დაეცა, როგორც 2000 წელს, როცა "დოტ- კომები"- ს კრიზისი დაიწყო.და ბოლოს ინდექსმა MSCI World (Morgan Stanley) 5.8 % დაკარგა ,რაც მისი შემოღებიდან, 1998 წლიდან, უარესი მაჩვენებელია . საერთოდ, მსოფლიო კაპიტალის ბაზარმა 2.4 ტრილიონი დოლარი დაკარგა რამოდენიმე დღეშე . მარტო ბილ გეიცმა დაკარგა 4.6 მილიარდი და ასე ყველა ცნობილმა მილიარდერმა. ამის მიზეზი ჩინეთი გახდა, სადაც 8 იანვარს ბირჟა დაკეტეს სწრაფი ვარდნის გამო . Shanghai Composite ინდექსი 6 იანვარს 6,85 %-ით დაეცა,7ში -7,3%ით. ეს გამოიწვია ჩინეთის იუანის კურსის დევალვაციამ, რითაც ჩინეთის მთავრობა ცდილობდა ეკონომიკის ზრდის შენელების შეჩერებას ერთ დოლართან იუანი ღირდა 6,5646. როცა კაპიტალმა დაიწყო გაქცევა, ის მთავრობამ 6.5636 დონეზე აწია, მაგრამ პანიკა ვერ შეაჩერა. 513 მილიარდის ოქრო-სავალუტო რეზერვები გაყიდეს ჩინელებმა 2015 წელს, მათ შორის, 103 მილიარდის მარტო დეკემბერში, მაგრამ ვერ შეაჩერეს იუანის ვარდნა! მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.7 % დე ჩამოვიდა 2015 წელს. ჩინეთი, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, მოხმარებითაც თითქმის მეორეა და მსოფლიო ბაზარზე საერთო ფასების დონესაც განაპირობებს ამიტომ CNBC ის ცნობით სოროსმა განაცხადა 2008 წლის კრიზისი განმეორდებაო.
წყარო: Soros: It's the 2008 crisis all over again.

პროგნოზი

09.01.2016
საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა ჩვენს რეგიონში-აზერბეიჯანმა, რომელმაც რამ ოდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ მანათის კურსი თავისუფალი ცურვის რეჟიმში გადავიყვანეო, ვერ გაუძლო ბოლო დღეების საუდის არაბეთის შეტევის გამო დაცემულ ნავთობის ფასის ზეწოლას და ახალი შეზღუდვები დაუწესა სავალუტო კონვერტაციას. გუშინდელიდან მოყოლებული, საგენტო ბლუმბერგმა პლატფორმიდან დროებით მოხსნა დოლარის მანათზე პირდაპირი კოტირების მაჩვენებელი, ხოლო კომერციულმა ბანკებმა ფაქტიურად დაკეტეს დოლარის კონვერტაციის ყველა ლეგალური არხი . თუმცა ეს ოფიციალური დოკუმენტით არ დასტურებულა გარდა იმისა, რომ ყოველ პირმა, რომელიც 500 დოლაარზე მეტ თანხის გადახურდავებას მოინდომებს უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. რეალურად კომერციულმა ბანკებმა შეწყვიტეს დოლარის და ევროს გაყიდვა .მანათის კურსი დოლართან მიმდინარე კვირას 1.5626 დაფიქსირდა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდვის გაჩენისთანავე გაჩნდა მეორე - შავი კურსი -2.000. ბუნებრივია , აზერბაიჯანში გაჩენილი პანიკა და დოლარზე მოთხოვნა იმანენტურად გადაწვდება საქართველოს -აზერბაიჯანის ბიზნესი ეცდება საქართველოში გადახურდავოს მანათი მყარ ვალუტაზე და ეს გაზრდის დოლარზე მოთხოვნას შესაბამისი შედეგებით ლარის ექვილიბრუმის წერტილის დარღვევისკენ .. ასევე, რუსეთის ვალუტის დოლართან გაცვლითი კურსი 76 ის მიდამოებში დაფიქსირდა. რაც ძალზე დაბალია ბოლო სამი თვის მანძილზე . რუსეთი ყველა საქაონელს ყიდის რუსულ რუბლებში, რაც ძალზე იაფს , დემპინგურს ხდის რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ფასს, ანალოგიურად თურქეთიდან იმპორტს, ლირას დაცემული კურსის გამო. იაფი იმპორტირებული საქონლის ტალღის ზრდით, იზრდება დოლარზე მოთხოვნილება საქართველოში და კონკურენცის პირობები ირღვევა საქართველოს მეწარმეებისათვის ჩვენს ბაზარზე ,რაც ემუქრება ეკონომიკურ ზრდასაც და ინვესტიციების მოზიდვასაც. სასწრაფოდ, არსებული სიტუაციის კონტრ ნაბიჯების შემსწავლელი და სამოქმედო სქემის შემქმნელი საგანგებო საბჭო უნდა შექმნას მთავრობამ ხელისუფლების სხვადასახვა შტოების ,ბიზნეს წრების და საექსპერტო წრეების მონაწილეობით, რათა თავიდან ავირიდოთ საფინანსო ზვავი. რომელის საშიშროება რეგიონში დღითი -დღე იზრდება







უახლესი პოსტები

  • სიღარიბე და ვიზალიბერალიზაცია (Video)
  • 1tv.ge – სატრანზიტო ტვირთბრუნვის მოცულობა (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ „კვირას” პრესკლუბში
  • „მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ჰუმანური და ემოციებზე აწყობილია, რაც დიდი მინუსია”
  • ცეცხლის ხაზი (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი (Video)
  • ემზარ ჯგერენაია: მაისში ეკონომიკის ზრდას და ბიზნესის გააქტიურებას ველოდებით (Video)
  • გადაცემა „ეკონომეტრი“ (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი

ვიდეოები



















გვერდის შესახებ

  • Youtube
  • დაგვიკავშირდით
  • კონფერენციები
  • სასარგებლო ბმულები
  • ჩვენ შესახებ

ფოტოები

View my Flickr photostream

არქივი

სტატისტიკა


© emzari.ge 2025
Powered by WordPress • Themify WordPress Themes