December 17, 2014
რეპორტიორი – პრესკონფერენცია
სტუდია რეპორტიორი
ემზარ ჯგერინაიას პრესკონფერენცია
თარიღი: 16/12/2014
თემები: ფასების მოსალოდნელი ცვალებადობა; ლარის გაცვლითი კურსი; ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები 2015 წელს
December 17, 2014
სტუდია რეპორტიორი
ემზარ ჯგერინაიას პრესკონფერენცია
თარიღი: 16/12/2014
თემები: ფასების მოსალოდნელი ცვალებადობა; ლარის გაცვლითი კურსი; ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები 2015 წელს
December 4, 2014
საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის, საქართველოს ბიზნეს პალატისა და
ჟურნალ „საქართველოს ეკონომიკის“ ორგანიზებით 3 დეკემბერს გაიმართა თბილისის მესამე ეკონომიკური ფორუმი – თავისუფალი ტრიბუნა დისკუსია თემაზე:
„პარალელური მმართველობის პრობლემები და ხელისუფლების ევროპიზაციის გამოწვევები ასოცირების ხელშეკრულების განსახორციელებლად“ იხილეთ მეტი
December 4, 2014
მესამე ეკონომიკურ ფორუმზე, თავისუფალი ტრიბუნის ფარგლებში, ეკონომიკის ექსპერტებმა, მეცნიერებმა, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის, პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწყვეს დისკუსია თემაზე:
„პარალელური მმართველობის პრობლემები და ხელისუფლების ევროპიზაციის გამოწვევები ასოცირების ხელშეკრულების განსახორციელებლად“.
ფორუმზე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი მთავარი მოხსენებით წარსდგა, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფოს მართვაში კულუარულ ურთიერთობებს და მის გავლენას ხელისუფლების შედეგიანობაზე. იხილეთ მეტი
December 1, 2014
პრესკლუბის სტუმარი: ემზარ ჯგერენაია
თემა: ლარის გაცვლითი კურსი
November 29, 2014
ტელეკომპანია: მაესტრო
გადაცემა: საქმიანი დილა (28.11.2014)
სტუმრები: ემზარ ჯგერენაია, მერაბ კაკულია, ნიკოლოზ ყაველაშვილი
November 28, 2014
ტელეკომპანია: კავკასია
გადაცემა: ბარიერი (27.11.2014)
თემა: ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა
სტუმრები: ემზარ ჯგერენაია, მერაბ კაკულია, ირაკლი ლექვინაძე, ლევან კალანდაძე
November 21, 2014
ლარის კურსი კვლავ დაეცა. საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 2014 წლის 21 ნოემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 1, 7778 ნიშნულამდე, ხოლო ევროს მიმართ 2,2260 ნიშნულამდე დაეცა.
თსუ-ს პროფესორი ემზარ ჯგერენაია ლარის კურსის ვარდნის მიზეზებზე საუბრობს. „ლარის კურსის დაცემის პირველი მიზეზი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გააქტიურებაა, წლის ბოლო ახლოვდება და ისევე როგორც შარშან, გაიზრდა საბიუჯეტო დაფინანსებით კაპიტალური ხარჯები და შესაბამისად, ლარის მიწოდება. მეორე მიზეზია ის, რომ უცხოეთის ბაზარზე შემცირდა სასაქონლო ფასები, რამაც დოლარზე მოთხოვნა ბუნებრივად დაწია. ასევე, დოლარი მთელ მსოფლიოში გამყარდა, მან შვიდწლიან მაქიმუმს მიაღწია, რამაც დიდი ზეგავლენა იქონია ლარი-დოლარის გაცვლით კურსზე. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა სააგრიცხვო პროცენტი უცვლელი დატოვა და შეინარჩუნა ლიბერალური მიდგომა“ – აცხადებს ემზარ ჯგერენაია.
November 15, 2014
12-14 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა ELCOMM CAUCASUS 2014 გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს დამთვალიერებელს, მიიღოს ინფორმაცია დარგში არსებული სიახლეების, ახალი ტექნოლოგიებისა და საქართველოს ბაზარზე არსებული მომსახურებების სრული სპექტრის შესახებ. გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო შემდეგი სახის პროდუქტები და მომსახურება: ენერგეტიკის სფეროში გამოყენებული მოწყობილობები და დანადგარები, გადამცემი ხაზები, მართვის ავტომატური სისტემები, კონტროლის სისტემები, ენერგეტიკულ კომპანიათა პროგრამული უზრუნველყოფა, მოწყობილობები და ტექნოლოგიები ენერგიის დაზოგვისთვის, ენერგიის მართვის სისტემები და განახლებადი ენერგიის წყაროები. გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისთვის“. იხილეთ მეტი