February 5, 2015
February 5, 2015
ემზარ ჯგერენაია – სახელმწიფო ძარცვავს მოსახლეობას
“სახელმწიფო ძარცვავს მოსახლეობას,”- ეს განცხადება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ემზარ ჯგერენაიამ, გააკეთა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორის განცხადებით, მოსახლეობამ არ იცის, თუ რა ოდენობის ბუნებრივ აირში იხდის ფულს.
ექსპერტი ფიქრობს, რომ საზოგადოებას უნდა მიაწოდონ ამომწურავი ინფორმაცია, ბუნებრივი აირი რა წნევით და რა შემადგენლობით მიეწოდებათ.
“გვითხარით, რაში რას ვიხდით. ანუ, რა წნევა უნდა მოდიოდეს, რა ქიმიური შემადგენლობისაა. თქვენ შეგიძლიათ, წნევა დაწიოთ და ჩვენ მეტის გადახდა მოგვიწევს. რაშია საჭირო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები, ჩემთვის გაუგებარია,” – ამბობს ჯგერენაია.
რუსთავი 2
January 22, 2015
ემზარ ჯგერენაია –საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ისევ ვერ ამოქმედდება
საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედება ამ ეტაპზეც ვერ მოხდება. ამის შესახებ განცხადებას ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია აკეთებს. მისი თქმით, დაზღვევის სისტემა ყველა ნორმალურ ქვეყანაში მოქმედებს და მინიმალური დონის ანაბრები კატაკლიზმებისგან არის დაზღვეული.
ჯგერენაია აცხადებს, რომ მის დანერგვაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. მისივე პროგნოზით, დღესაც ეს თემა საუბრის დონეზე დარჩება.
საქართველოში დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედდებასთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა შესაბამის ინიციატივაზე მუშაობას იწყებს. იხილეთ მეტი
January 14, 2015
როგორი 2015 გვექნება?
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD
ყველაზე დიდი ფაქტორი, რომელზედაც დამოკიდებულია მსოფლიო ეკონომიკა – დოლარის გაცვლითი კურსია. დოლარი უპრეცენდენტოდ გამყარდა, რამაც სასაქონლო ბირჟებზე ფასების ვარდნა გამოიწვია, განსაკუთრებით – საწვავზე. რა მოელის დოლარის კურსს 2015 წლისთვის?
ამერიკის ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლი 2.4%-ის ირგვლივაა, ამასთან, ჟანეტ იელინის მიერ 8 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, ის არ აპირებს გააგრძელოს ე.წ. „შერბილბის პოლიტიკა“, ობლიგაციების შეძენა და იაფი ფულის გადასროლა ბაზარზე, რაც ნიშნავს, რომ ბენ ბერნანკეს მიერ დატოვებულ „მემკვიდრეობას“ შეცვლიან და რეფინანსირების საპროცენტო მაჩვენებელი 0.25%-დან გაიზრდება. სადამდე? ალბათ, 2015 წლის განმავლობაში 0.5 ან 0.75%-მდე. იელინმა განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია აშშ-ის ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლების გაურესებით, რისი მიზეზიც ნავთობის ფასების ვარდნაა, რომელიც ზუსტად სად გაჩერდება არავინ იცის, თუმცა, ვფიქრობ, იელინის განცხადება სწორედ იმის მაუწყებელია, რომ 2015 წლის ივნისიდან ნავთობის ფასი მეტად აღარ შემცირდება და ის 40 დოლარს არ ჩამოსცდება. რა არის ასეთი დასკვნის საფუძველი? იხილეთ მეტი
January 10, 2015
“საკმაოდ რთული წელი იყო და მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს, მეტნაკლებად, გაეძლოთ სირთულეებისთვის”
2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები – ექსპერტების შეფასება
2014 წელი დასასრულს მიაუხლოვდა. ქვეყნის ეკონომიკაში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ხელისუფლების მისამართის გაისმოდა იყო როგორც კრიტიკა, ასევე პოზიტივი. განსაკუთრებით აღსანიშნავი მოვლენა იყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, რამაც საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა გაუჩინა. წლის ბოლოს, ლარის კურსის მკვეთრმა ცვლილებამ მოსახლეობაში აჟიოტაჟი და პანიკა გამოიწვია. მნიშვნელოვანი იყო ინვესტიციების შემოდინება, რამაც 2014 წლის მესამე კვარტალში მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა.
ასე რომ, 2014 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენებით იყო დახუნძლული. ვინაიდან წლის ბოლო ნომერია, ეკონომიკის ექსპერტებს დავუკავშირდით და 2014 წლის შეფასება ვთხოვეთ, ასევე, ვთხოვეთ გამოეკვეთათ, გასული წლის, 3 ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენა. იხილეთ მეტი
December 30, 2014
2014 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები – ექსპერტების შეფასება
ემზარ ჯგერენაია, ეკონომიკის ექსპერტი: „2014 წელი საკმაოდ ცუდი წელი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაცია დაიხატა ჩვენს ირგვლივ. მოხდა მეზობელი ქვეყნების, უკრაინა – რუსეთის ომი, დაემთხვა თურქეთში მიმდინარე რთული ეკონომიკური სიტუაცია, ევროპაში მიმდინარე პროცესები, ნავთობის ფასის ვარდნა, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ამ ყველაფერმა, გარკვეულწილად, ასახვა ჰპოვა ჩვენს ეკონომიკაზე. ვინაიდან ეს ქვეყნები იყვნენ ჩვენი საგრეო-სავაჭრო პარტნიორები. ასევე, ამ მოვლენებმა გარკვეული ზეგავლენა იქონია ინვესტიციების შემცირებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ, რთული წელი იყო და მთავრობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს მეტნაკლებად გაეძლოთ ამ სირთულეებისთვის. იხილეთ მეტი
December 24, 2014
რა ღირს სიყვარული, ანუ კანონი სიცარიელეში და სიცარიელეზე ცარიელი ქვეყნისათვის
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი
მკვდრად შობას არშობა ჯობს
სიცარიელე კაცობრიობის ყველაზე ძვირადღირებული სივრცეა. მთლიანი ბაზრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სწორედ ქმედება სიცარიელის დასაფარავად. ადამიანები სიცარიელის შესავსებად ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ და ხშირად გაუცნობიერებლადაც. ალბათ, ეს არავის დაუთვლია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანური ურთერთობები ფულად გამოსახულებაში საკმაოდ დიდ ციფრს აღწევს. ვგულისხმობ იმას, რომ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ცხოვრებას გვილამაზებენ, ძვირი ღირს, მათთან ვისთანაც ემოციებს, ნააზრევს ვიზიარებთ; ვისაც ვამხიარულებთ, ვამხნევებთ ან ვჩუქნით ინტიმს, სითბოს, რომანტიზმს, სიყვარულს. მათთან – მეგობრები, საყვარელი ადამიანები, ოჯახის წევრები – დროს ვკლავთ, არ ვიწყენთ. მაგრამ ეს ყველაფერი ღირს: სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავი საჩუქრები, წვეულებები, ყოველდღიური ყავა-ჩაის სმის რიტუალი კაფეში, სიარული რესტორანში და ა.შ.; მეგობრობა, სიყვარული, შვილებთან ურთიერთობა საკმაოდ ძვირი ჯდება. იხილეთ მეტი
December 22, 2014
რუსული ეკონომიკის კრახი საქართველოზეც აისახება
რუსეთის ფედერაციაში ფინანსური კრიზისი მწვავდება. რუბლის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში ყოველდღიურად ეცემა. ვალუტის გაუფასურებისა და ნავთობის ფასების შემცირების გამო, ბაზარზე პროდუქციის ფასი მკვეთრად იმატებს, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს.
მსოფლიო რუსული ეკონომიკის კრახს წინასწარმეტყველებს – „ბოდიში, პუტინო, რუსული ეკონომიკა განწირულია“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Washington Post-ის ეკონომიკური მიმომხილველი მეთ ო ბრაიენი.
სტატიაში ნათქვამია, რომ ვიდრე ვლადიმირ პუტინი დასავლეთთან სტრატეგიული თამაშებით იყო დაკავებული, რუსული ეკონომიკა დაინგრა.
უკანასკნელი ცნობების თანახმად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საბაზისო განაკვეთი 10,5–დან 17%–მდე გაზარდა და ამით რუბლის ვარდნის შეჩერებას შეეცადა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დოლართან მიმართებაში 50%–ით გაუფასურდა. ეს განწირული ნაბიჯი არის მცდელობა, გადაარჩინოს რუსეთის ვალუტა რუსული ეკონომიკის ხარჯზე, ამიტომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იმუშავებს, მომავალში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
სადამდე შეიძლება გამწვავდეს სიტუაცია და რა გავლენას მოახდენს საქართველოზე რუსეთის ჩამოშლილი ეკონომიკა, ამ თემაზე ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია გვესაუბრება. იხილეთ მეტი