emzari.ge
ემზარ ჯგერენაიას ოფიციალური გვერდი
  • მთავარი
  • ბლოგი
  • ბიბლიოთეკა
    • წიგნები
    • სამეცნიერო სტატიები
  • უნივერსიტეტი
  • მედია
  • კონფერენციები
  • Youtube
  • ფოტო
    • პირადი
    • კონფერენციები (ფოტო)
English
   
RSS
  • YouTube
  • Linkdin

თემატიკა

  • ბლოგი
  • მედია
  • კონფერენციები
  • საუნივერსიტეტო გვერდი
  • ბიბლიოთეკა
  • სასარგებლო ბმულები
  • Youtube
  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

ბლოგი


რა დაიცავს საქართ ველოს 2016 წლის მსოფლიო კრიზისისგან
დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჯო ბაიდენმა (Joe Biden), მსოფლიოს ამ ერთ-ერთმა ყველაზე ბრძენმა ადამიანმა ბიზნესმენებს განუცხადა – თქვენ გაგაქვთ კაპიტალი, ფული ქვეყნიდან და ოფშორებში გადასახადებისგან მალავთ და ამით ახარებთ თქვენს მეწილეებს და აქციონერებს და ქურდავთ, ასუსტებთ სახელმწიფოს, თქვენს ქვეყანას. დააბრუნეთ ის კაპიტალი უკან, თქვენს ქვეყანაში და გაახარეთ თქვენი თანამოქალაქენი, სახელმწიფო და ისინი ააყვავებენ თქვენს ბიზნესს...


სად დაიწყება 2016 წლის კრიზისი და როგორ დამალა ფინანსთა მინისტრმა დიდი გადასახადი
ის რომ 2016 წელს კრიზისი დაიწყება – არავისათვის საეჭვო არაა, არც ის, რომ ეს კაპიტალ მარკეტიდან დაიწყება, მაგრამ კონკრეტულოად რა სეგმენტში და რომელ კვადრატზე ესაა მთავარი. ამის გარკვევაში გარკვეულ წილად 2007-08 წლების კრიზისი გახსენება გამოგვადგება. აპრიორი უნდა დაუშვათ, რომ კრიზისის შესახებ ინფორმაცია მცირე, შეიძლება ძალიან მცირე, მაგრამ ნიშვნელოვან მოთამაშებს აქვთ...


სმიტი და ჩინეთი
ოქტომბრის ბოლოს მთელი ინგლისი, მისი აღმატებულება დედოფლიან, პრინცებიან და პრემიერ-მინისტრიანად ერთ უდიდეს სტუმარს მასპინძლობდნენ – კომუნისტური ჩინეთის პრეზიდენტს. ეს ნამდვილად მეფური დახვედრა იყო და ამ ოდესღაც სასტიკად დაპირისპირებული ქვეყნების ხელმძღვანელების ურთიერთობის ახალი ეპოქა. უფრო მეტიც – იგრძნობოდა, რომ მსოფლიოს ყოფილი უძლიერესი იმპერია დაჰკანკალებდა სტუმარს და ძალზედ ცდილობდა მოეწონებინა თავი, იგრძნობოდა რომ უპირატესობა სტუმრის მხარეს იყო...


რა ღირს სიყვარული, ანუ კანონი სიცარიელეში და სიცარიელეზე ცარიელი ქვეყნისათვის
სიცარიელე კაცობრიობის ყველაზე ძვირადღირებული სივრცეა. მთლიანი ბაზრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სწორედ ქმედება სიცარიელის დასაფარავად. ადამიანები სიცარიელის შესავსებად ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ და ხშირად გაუცნობიერებლადაც. ალბათ, ეს არავის დაუთვლია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანური ურთერთობები ფულად გამოსახულებაში საკმაოდ დიდ ციფრს აღწევს...


სტენდალის სიფილისით სიკვდილის კანონზომიერების და თანამედროვე საქართველოს ეკონომიკური პარადიგმების შესახებ, ანუ ებოლათი სიკვდილი რომელი პოლიტიკოსისთვის იქნებოდა კანონზომიერი
ზამთარი ზანტად, სუსხით, ტკივილით და მელანქოლიურად გვეპარება. მზე მარცხდება და სიცივის უფერული სუდარა ეფარება ბუნებასა და ზაფხულის კისკისა, მხიარულ და სიყვარულით გაჯერებულ სულს! ყველაფერს ალბათ თავის დრო აქვს, ყველაფერი წარმავალია, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ – ადამიანები ამ ცარიელი სიტყვებით უბრალოდ თავს იმშვიდებენ და შეცდომების მტვრით გადაფარვას ან სულაც სხვაზე გადაბრალებას – ბუნებაზე ან საერთოდაც მზეზე – ცდილობენ. ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი შეცდომების აღიარება ყველაზე მტკივნეულია...


ქართული მწვანე მოძრაობის უცნაური შუქ-ჩრდილები ანუ როგორ არის მწვანე იმავდროულად შავი, წითელი, ყვითელი და ჭრელიც
აპრილს ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მსოფლიო დედამიწის დღეს ზეიმობდა, კაშკაშა მზის გულზე (დილით ჯერ კარგი ამინდი იყო), მწვანეთა მოძრაობამაც აღნიშნა იგი. ამ დღის აღსანიშნავად მწვანეებმა ე.წ. პერფომანსი მოაწყვეს, სადაც „მწვანე ბიზნესის“ სახეებად არც მეტი, არც ნაკლები – უმსხვილესი ნავთობკომპანიების ხელმძღვანელები დაასახელეს...


”ბექგრაუნდისა” და ურთიერთშეფასების პრობლემა საქართველოს ეკოპოლიტიკაში
სუსხიანი ზამთარია. ყინვა სისინებს, თრთის და უნდა – ძვალ-რბილში დარდივით შეაღწიოს. ისეთი სუსხია, თვით ყინვასაც შესცივდა, მგონი, და ჩვენ უბადრუკ სხეულში ეძებს სითბოს. ის კი არ იცის, ჩვენ მასზე უფრო ცივები და სასტიკები რომ ვართ. ის ცივია, მაგრამ მდუმარე და სუფთა, ჩვენ – ცივები, სასტიკები და თან ათასგვარ ფარისევლობასა და სიბინძურეს ვლაპარაკობთ.


აქა ამბავი საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის ალტერნატიული ინკლუზიური სათავადაზნაურო მოდელისა და ფულის კეთების ქართული გაცვეთილი გზისა, ანუ ღმერთო, დაგვიფარე!
კახური თათარასავით დუღდა საშემოდგომოდ საზოგადოება: აქ ახალი პრეზიდენტის ახლებურად არჩევა და ახალი მთავრობაო, იქ მსოფლიო ისტორიაში უნიკალური რამ მოხდა – მოქმედი პირველი პირი თავის ნებით გადადგა და საზოგადოება დღემდე შოკშია – რატომ მიგვატოვაო და უცებ…

მერი დაიჭირეს
საუკუნეა ვდაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებზე თუ მმართველობაზე. ყველანი ვაკრიტიკებთ, მოვითხოვთ, რომ იყვნენ ძლიერები და ქვეყნის ეკონომიკისა და პოლიტიკის ქვაკუთხედები. მუდამ ვკამათობთ, ვქმნით ახალ კონცეფციებსა თუ კანონებს და ისევ ვწუწუნებთ, რომ ვერ შეიქმნა და რომ ისეთი პარალიზებულები და სასაცილოები არიან, როგორც ქუთაისის მერია...
ლარის კურსის დაცემა – „ქრონიკის“ კითხვებს ეკომისტები ემზარ ჯგერენაია და ზვიად ხორგუაშვილი პასუხობენ (Video)

September 14, 2015

ლარის კურსის დაცემა – „ქრონიკის“ კითხვებს ეკომისტები ემზარ ჯგერენაია და ზვიად ხორგუაშვილი პასუხობენ (Video)

ლარის კურსის დაცემა – “ქრონიკის” კითხვებს ეკომისტები ემზარ ჯგერენაია და ზვიად ხორგუაშვილი პასუხობენ
ტელეკომპანია „იმედი“
11.09.2015

იხილეთ ვიდეო: www.imedi.ge

დერევატივები არის მასობრივი განადგურების ფინანსური იარაღი – უორენ ბაფეტი

September 3, 2015

დერევატივები არის მასობრივი განადგურების ფინანსური იარაღი – უორენ ბაფეტი

ნუთუ კატასტროფის ძველი სცენარი მეორდება!

რა ელის ლარს

ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD

მსოფლიო ფინანსური ბაზარი შევიდა ტურბულენტურობის ფაზაში. ჩინეთის მოვლენების გამო, წამყვანი პლატფორმების ინდექსები ერთმანეთის მიყოლებით დაეცა. ბრაზილია 1 სექტემბერს რეცესიის ზონაში შევიდა, სადაც რუსეთი უკვე რამდენიმე კვირაა იმყოფება. ბრიკის ქვეყნებიდან, ჯერჯერობით, ინდოეთი ინარჩუნებს სახეს. ალან გრინსპენის „ფორქასტი“ გამართლდა და ექსპერტთა აზრით, შესაძლებელია ეს დარტყმის ტალღა უახლოეს ხანებში უფრო მძლავრი ძალით კიდევ განმეორდეს. იხილეთ მეტი

მსოფლიო რეცესიის მოლოდინში და ჩინური ჭადრაკის კომბინაცია

August 13, 2015

მსოფლიო რეცესიის მოლოდინში და ჩინური ჭადრაკის კომბინაცია

ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD

რამდენიმე კვირის უკან, ყველას გვახსოვს, რომ ჩინეთის საბირჟო ინდექსები სწრაფად დავარდა და შეაზანზარა მსოფლიო ბაზარი. შემდგომ სახელმწიფო ჩაერია მრავალმილიარდიანი ინექციით და პირდაპირი, უხეში ადმინისტრაციული ჩარევით, რაღაც პერიოდი გააჩერა ეს ვარდნა. ერთი კვირის უკან ისევ დაიწყო ვარდნა და ჩანს, სახელმწიფო უძლური აღმოჩნდა ბაზრის წინაღმდეგ. ეკონომიკის ზრდამ ბოლო 6 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი უჩვენა – 7%-ის ირგვლივ, შემცირდა მსოფლიო სასაქონლო ბაზარზე მოთხოვნა და, როგორც ობიექტური შედეგი – დაეცა სასაქონლო ბაზარზე ფასები.

და, აი, ჩინეთმა ახალი სურპრიზი მოუმზადა მსოფლიოს – მან ჩინური ვალუტა იუანის დევალვაცია მოახდინა. დიახ, მოახდინა. ჩინური ვალუტა არაა თავისუფალი მცურავი ვალუტა. ის იმართება მთავრობისგან და ჩინეთის სახალხო ბანკიდან და ემსახურება ექსპორტის ხლეშეწყობას, რაც მუდმივი დავის საგანია მის ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. იხილეთ მეტი

ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ „კვირას“ პრესკლუბი (Video)

August 8, 2015

ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ „კვირას“ პრესკლუბი (Video)

07.08.2015 ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი

„თუ პრივატიზაცია არ დაჩქარდება და ინვესტიციებს ვერ მოვიზიდავთ, ლარის ვარდნა გაგრძელდება“ – ექსპერტი ლარის კურსის ვარდნის მიზეზებს განმარტავს

August 8, 2015

„თუ პრივატიზაცია არ დაჩქარდება და ინვესტიციებს ვერ მოვიზიდავთ, ლარის ვარდნა გაგრძელდება“ – ექსპერტი ლარის კურსის ვარდნის მიზეზებს განმარტავს

„ლარის ვარდნას სამი მიზეზი აქვს, ეს არის იმპორტის გაზრდა, ინვესტიციისა და ტრანსფერების შემცირება“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაიამ გააკეთა.
ჯგერენაიას განცხადებით, ვალუტის დასტაბილურებისთვის აუცილებელია პრივატიზაციის დაჩქარება და ინვესტიციების მოზიდვა. იხილეთ მეტი

რებუსები საქართველოში ბენზინის ფასებს ირგვლივ  და მსოფლიოს ისტორიული ტენდენციები

August 4, 2015

რებუსები საქართველოში ბენზინის ფასებს ირგვლივ და მსოფლიოს ისტორიული ტენდენციები

საწვავის ბაზარი საქართველოში კვლავ მონოპოლიურია

ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD

საქართველოში ავტოგასამართ სადგურებზე სუპერ ოქტანობის ბენზინი ღირს 2.35 ლარი, ისევე როგორც 4 წლის უკან, როდესაც მსოფლიო ფასი ნედლ ბარელ ნავთობზე იყო 110 დოლარი. არადა ახლა 50 დოლარს ქვევითა.
როდის ტყუის საწვავის ბიზნესი ახლა თუ მაშინ? საინტერესო ისაა, რომ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა შეამოწმა და დააჯარიმა ამ ბიზნესის უმსხვილესი წარმომადგენლები, მაგრამ არც იმ დაჯარიმების კონკრეტული საფუძველი უნახავს ვინმეს და არც ახლანდელი სიტუაციის ახსნა. ეს ბადებს კითხვებს, რომ ეს ბიზნესი პოლიტიზირებული და მონოპოლიზირებულია. ამ ბაზარზე შესვლა თავისუფალი რომ იყოს აუცილებლად ახალი სახეები და მონაწილეები გამოჩნდებოდნენ ამ ასპარეზზე და ბაზარი თვითონ დაარეგულირებდა ყველაფერს და რადგანაც ეს ასე არაა, ბევრი კითხვა ჩნდება. ამასთან, საერთოდ არ მიმდინარეობს რაოდენობრივი და ხარისხობრივი კონტროლი, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მომხმარებელთა ინტერესების დაცვის კუთხით. იხილეთ მეტი

სინგაპურის და „ქართული მანჰეტენის“ იდეის პარალელები

July 30, 2015

სინგაპურის და „ქართული მანჰეტენის“ იდეის პარალელები


ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი, PHD

ამასწინათ ერთ თბილისელ ბანოვანთან მქონდა კამთი „მწვანეობაზე“ და ის თვდაჯერებით მიმტკიცებდა, რომ მწვანე ნიშნავს ველურ, ხელუხლებელ ბუნებას და ამ ბუნების შენარჩუნებას ფული და ინვესტიცია არ ჭირდება. აქედან გამომდინარე – ქართული მანჰეტენის პროექტს ეწინააღმდეგება! მისი აზრით, ის არ გულისხმობს სიმწვანეს ?… საოცარია, არ სურთ არგუმენტის მოსმენა და უნებლიედ ჩემი ასაკის (სხვათა შორის იმ ქალბატონისაც) ქალაქ-სახელმწიფო სინგაპური გამახსენდა. მას იუბილე აქვს. ის 50 წლისაა და სიმბოლოა მწვანე უნიკალური ფლორის და ცათამბჯენების შეხამების (იხილეთ სქემა ქვემოთ). ეს არის აზიური მანჰეტენი და როგორი წარმატებულია ამის შეფასებას თქვენ მოგანდობთ. მისმა დამაარსებელმა, აწ გარდაცვლილმა Lee Kuan Yew-მა ის სწორედ მანჰეტენის პროტოტიპად წარმოიდგინა ან პირიქით. ეს აძლევს ხიბლს ამ ქალაქს, ამიტომ იზიდავს ბანკირებს და ბიზნესმენებს, ამიტომ გახდა მსოფლიოს ბიზნეს ელიტის ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი! იხილეთ მეტი

პირველი აგვისტოდან ელექტროენერგიის ტარიფი 4 თეთრით გაიზრდება

July 23, 2015

პირველი აგვისტოდან ელექტროენერგიის ტარიფი 4 თეთრით გაიზრდება

ეკონომიკის ექსპერტის, ემზარ ჯგერენაიას განცხადებით, პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით ელექტროენერგიაზე ტარიფები 4 თეთრით გაიზრდება.

როგორც ჯგერენაიამ „პირველ პრესკლუბში“ განაცხადა, ტარიფი სამივე კატეგორიას გაეზრდება 60%, 40% და 35%-ით.

„არსებული სიტუაციისთვის სამი სახის ტარიფია: 1. სოციალური 7 თეთრიანი ტარიფი, რომელიც 11 თეთრი გახდება; მეორე 11 თეთრიანი ტარიფი, რომელიც 15 თეთრი გახდება და მესამე 15 თეთრიანი ტარიფი, რომელიც 19 თეთრი გახდება. პროცენტულად ასე გადანაწილდება ტარიფები: 60 %-ით პირველ კატეგორიას ეზრდება, მეორეს – 40%-ით, ხოლო მესამე კატეგორიას 35%-ით“, – განაცხადა ჯგერენაიამ. იხილეთ მეტი

«< 9 10 11 12 13 >»

მოკლე ანალიზი

28.01.2016
Financial Times-ის ცნობით მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ჩაფრინდნენ ბაქოში, რათა 4 მილიარდის დახმარების მიღების საკითხი მოილაპარაკონ აზერბაიჯანულ მხარესთან.იგივე წყაროს ცნობით, მათ რამოდენიმე დღეში შეუერთდებიან ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის და აზიის განვითარების ბანკის სპეციალისტები. გამიხარდა აზერბაიჯანს რომ 4 მილიარდი დოლარი გამოუყვეს! ჩვენც ცოტას ამოვისუნთქავთ, არ დაგვაწვებიან ტვირთად. ჩვენც რომ ვთხოვოთ ერთი მილიარდი არაა? ჩვენც რომ დაგვეხმარონ? ვცადოთ მაინც და ვთხოვოთ ჩვენს მთავრობას თხოვოს მათ მილიარდი!!!!

10.01.2016
მსოფლიოს 2008 წლის კრიზისის მსგავსი რყევა ელოდება-ჯორჯ სოროსი
2016 წელი საფონდო ბაზარებზე სერიოზული რყევებით დაიწყო-Dow Jones 4 დან 8 იანვრის ჩათვლით ხუთი პროცენტით ანუ900 პუნქტით დაეცა. FactSet ის ცნობით ეს ბოლო 119 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი წლის დასაწყისი იყო. S&P500 -ის ინდექსი დაეცა 4.9 პროცენტით, ბლუმბერგის ცნობით ეს ამ ინდექსის შემოღებიდან ,1928 წლიდან, ყველაზე ცუდი მაჩვეენებლია. NASDAQ- 6 % ით დაეცა, როგორც 2000 წელს, როცა "დოტ- კომები"- ს კრიზისი დაიწყო.და ბოლოს ინდექსმა MSCI World (Morgan Stanley) 5.8 % დაკარგა ,რაც მისი შემოღებიდან, 1998 წლიდან, უარესი მაჩვენებელია . საერთოდ, მსოფლიო კაპიტალის ბაზარმა 2.4 ტრილიონი დოლარი დაკარგა რამოდენიმე დღეშე . მარტო ბილ გეიცმა დაკარგა 4.6 მილიარდი და ასე ყველა ცნობილმა მილიარდერმა. ამის მიზეზი ჩინეთი გახდა, სადაც 8 იანვარს ბირჟა დაკეტეს სწრაფი ვარდნის გამო . Shanghai Composite ინდექსი 6 იანვარს 6,85 %-ით დაეცა,7ში -7,3%ით. ეს გამოიწვია ჩინეთის იუანის კურსის დევალვაციამ, რითაც ჩინეთის მთავრობა ცდილობდა ეკონომიკის ზრდის შენელების შეჩერებას ერთ დოლართან იუანი ღირდა 6,5646. როცა კაპიტალმა დაიწყო გაქცევა, ის მთავრობამ 6.5636 დონეზე აწია, მაგრამ პანიკა ვერ შეაჩერა. 513 მილიარდის ოქრო-სავალუტო რეზერვები გაყიდეს ჩინელებმა 2015 წელს, მათ შორის, 103 მილიარდის მარტო დეკემბერში, მაგრამ ვერ შეაჩერეს იუანის ვარდნა! მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.7 % დე ჩამოვიდა 2015 წელს. ჩინეთი, რომელიც მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, მოხმარებითაც თითქმის მეორეა და მსოფლიო ბაზარზე საერთო ფასების დონესაც განაპირობებს ამიტომ CNBC ის ცნობით სოროსმა განაცხადა 2008 წლის კრიზისი განმეორდებაო.
წყარო: Soros: It's the 2008 crisis all over again.

პროგნოზი

09.01.2016
საგანგაშო სიტუაცია შეიქმნა ჩვენს რეგიონში-აზერბეიჯანმა, რომელმაც რამ ოდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ მანათის კურსი თავისუფალი ცურვის რეჟიმში გადავიყვანეო, ვერ გაუძლო ბოლო დღეების საუდის არაბეთის შეტევის გამო დაცემულ ნავთობის ფასის ზეწოლას და ახალი შეზღუდვები დაუწესა სავალუტო კონვერტაციას. გუშინდელიდან მოყოლებული, საგენტო ბლუმბერგმა პლატფორმიდან დროებით მოხსნა დოლარის მანათზე პირდაპირი კოტირების მაჩვენებელი, ხოლო კომერციულმა ბანკებმა ფაქტიურად დაკეტეს დოლარის კონვერტაციის ყველა ლეგალური არხი . თუმცა ეს ოფიციალური დოკუმენტით არ დასტურებულა გარდა იმისა, რომ ყოველ პირმა, რომელიც 500 დოლაარზე მეტ თანხის გადახურდავებას მოინდომებს უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. რეალურად კომერციულმა ბანკებმა შეწყვიტეს დოლარის და ევროს გაყიდვა .მანათის კურსი დოლართან მიმდინარე კვირას 1.5626 დაფიქსირდა, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდვის გაჩენისთანავე გაჩნდა მეორე - შავი კურსი -2.000. ბუნებრივია , აზერბაიჯანში გაჩენილი პანიკა და დოლარზე მოთხოვნა იმანენტურად გადაწვდება საქართველოს -აზერბაიჯანის ბიზნესი ეცდება საქართველოში გადახურდავოს მანათი მყარ ვალუტაზე და ეს გაზრდის დოლარზე მოთხოვნას შესაბამისი შედეგებით ლარის ექვილიბრუმის წერტილის დარღვევისკენ .. ასევე, რუსეთის ვალუტის დოლართან გაცვლითი კურსი 76 ის მიდამოებში დაფიქსირდა. რაც ძალზე დაბალია ბოლო სამი თვის მანძილზე . რუსეთი ყველა საქაონელს ყიდის რუსულ რუბლებში, რაც ძალზე იაფს , დემპინგურს ხდის რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ფასს, ანალოგიურად თურქეთიდან იმპორტს, ლირას დაცემული კურსის გამო. იაფი იმპორტირებული საქონლის ტალღის ზრდით, იზრდება დოლარზე მოთხოვნილება საქართველოში და კონკურენცის პირობები ირღვევა საქართველოს მეწარმეებისათვის ჩვენს ბაზარზე ,რაც ემუქრება ეკონომიკურ ზრდასაც და ინვესტიციების მოზიდვასაც. სასწრაფოდ, არსებული სიტუაციის კონტრ ნაბიჯების შემსწავლელი და სამოქმედო სქემის შემქმნელი საგანგებო საბჭო უნდა შექმნას მთავრობამ ხელისუფლების სხვადასახვა შტოების ,ბიზნეს წრების და საექსპერტო წრეების მონაწილეობით, რათა თავიდან ავირიდოთ საფინანსო ზვავი. რომელის საშიშროება რეგიონში დღითი -დღე იზრდება







უახლესი პოსტები

  • სიღარიბე და ვიზალიბერალიზაცია (Video)
  • 1tv.ge – სატრანზიტო ტვირთბრუნვის მოცულობა (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ „კვირას” პრესკლუბში
  • „მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ჰუმანური და ემოციებზე აწყობილია, რაც დიდი მინუსია”
  • ცეცხლის ხაზი (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი (Video)
  • ემზარ ჯგერენაია: მაისში ეკონომიკის ზრდას და ბიზნესის გააქტიურებას ველოდებით (Video)
  • გადაცემა „ეკონომეტრი“ (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია (Video)
  • ემზარ ჯგერენაიას პრესკონფერენცია – პორტალ “კვირას” პრესკლუბი

ვიდეოები



















გვერდის შესახებ

  • Youtube
  • დაგვიკავშირდით
  • კონფერენციები
  • სასარგებლო ბმულები
  • ჩვენ შესახებ

ფოტოები

View my Flickr photostream

არქივი

სტატისტიკა


TOP.GE

© emzari.ge 2025
Powered by WordPress • Themify WordPress Themes