ემზარ ჯგერენაია: იმპორტიორების დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლება ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას

ექსპერტი ემზარ ჯგერენაია „რეპორტიორთან” საგადასახადო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, საწარმოო დანიშნულების ძირითად საშუალებებზე იმპორტიორების დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლება წარმოებისა და ინვესტიციების გაზრდას შეუწყობს ხელს.

„ეს გადაწყვეტილება ემსახურება წარმოების გადაიარაღებისა და ინვესტიციების ხელშეწყობას. ძირითადად ინვესტორებს შემოაქვთ წარმოების ძირითადი საშუალებები, ანუ ახორციელებენ რეინვესტიციას. მოგების გადასახადისგან გათავისუფლება, რომელიც 1 იანვრიდან შედის ძალაში, ესეც მიმართულია იქითკენ, რომ წარმოება გაიზარდოს და მოგება გაიზარდოს. ამის ხელშეწყობა პირველ რიგში არის გადასახადისგან გათავისუფლება.

საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ წარმოების განვითარებას და იმას, რომ უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოში გადმოიტანონ ქარხანა, რათა ბოლომდე ავითვისოთ ის უპირატესობები, რასაც გვაძლევს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება”, – განაცხადა ემზარ ჯგერნაიამ.

ავტორი მარიამ პაიჭაძე
წყარო: www.reportiori.ge

Comments

comments