April 24, 2011
როგორ ვეურჩებით ევროპას და რატომ ვერ მიიღებს საქართველო სიმწიფის ატესტატს
თსუ პროფესორი ემზარ ჯგერენაია
მართლა გარდატეხის ასაკში ვართ (იგულისხმება ქართველები) და თანაც, სერიოზული “თინეიჯერიზმი” გვჭირს. ცოცხალი თავით არ გვინდა მეცადინეობა და ევროინტეგრაციის მისაღები გამოცდის ჩაბარება. არადა, სულ ამას გავიძახით და ამის დეკლარირებაში ვართ – ევროპისაკენ მივდივართ და სამეზობლო პროგრამის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ვუახლოვდებით ევროპასო, მაგრამ, როგორც სჩანს, პირიქით – არ ვასრულებთ საშინაო დავალებებს. ამიტომაც, ევროპა გაბრაზდა და გვტუქსავს. უი, უკაცრავად, “ვნევროზულობ” და ძალიან დაულაგებელი ქართულით ვმეტყველებ, მაგრამ დალაგებულით რომ მელაპარაკა, გასაკვირი ის იქნებოდა. რაზეა ლაპარაკი? ევროინტეგრაციაზე, ანუ საქართველოს ევროპასთან შერწყმა-შედუღაბებაზე. ეს რად გვინდა? იმად, რომ ობუჯური წარმოშობის სულუგუნი და ოფშკვითის წიწმატი ამსტერდამის ქუჩებში გავყიდოთ და “შემოიხედე გეანცვალეს” რესტორნის ფილიალი ბასტილიის ციხესთან გავხსნათ და, რაც აქ ვერ ვიშოვეთ, იქ ვიშოვოთ, ან პირიქით! იხილეთ მეტი