თსუ-ში Bloomberg-ის საერთაშორისო სასწავლო კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბლუმბერგის (Bloomberg) საერთაშორისო სასწავლო კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. კომპანია Bloomberg-მა შექმნა სპეციალური დამხმარე პროგრამა პროფესიული უმაღლესი სასწავლებლებისათვის – Bloomberg Education – რომელიც გულისხმობს უნივერსიტეტში პროფესიული „დილინგ რუმის“ შექმნას 12 ტერმინალის ბაზაზე.

ეს უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს რეალურ რეჟიმში ასწავლოს სტუდენტებს საბირჟო ოპერაციების წარმოება და ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში.
დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული – Bloomberg-ის საერთაშორისო კვლევითი ლაბორატორია თსუ პროფესორ-მასწავლებლებს (ეკონომისტებს, იურისტებს, მათემატიკოსებს, ჟურნალისტებს) დაეხმარება ჩაერთონ საერთაშორისო ბაზრის კვლევებში, საერთაშორისო ბაზრების მენეჯმენტში, გამოიკვლიონ ბაზრის თანამედროვე ტენდენციები, თავისებურებები, მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია, გაუზიარონ ის თავის კოლეგებს, მოაწყონ ამის ბაზაზე კონფერენციები, დაამუშაონ და მოიზიდონ გრანტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და პირდაპირი პროფილით, რეალურ უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით მოამზადონ სპეციალისტები დილინგის, ინვესტირების, ბანკების, საფინანსო და სადაზღვევო კორპორაციებისათვის.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნია პოტენციალი იქცეს ცენტრად საერთაშორისო ფინანსური, სავალუტო და სასაქონლო ბაზრების სწავლებისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სამხრეთ კავკასიაშიც.

ფოტოგალერეა

14379989_167338257003641_4581744038330397902_o

14409397_167338053670328_7314353736751537035_o

14409566_167338403670293_8358826875416488614_o

14409905_167338233670310_7672125759814453556_o

dsc06206

dsc06214

dsc06221

dsc06238

dsc06239

dsc06247

dsc06249

dsc06251

dsc06253

dsc06257

dsc06260

dsc06261

dsc06273

dsc06277

dsc06279

dsc06282

dsc06286

dsc06296

dsc06297

dsc06299

dsc06303

dsc06304

dsc06305

dsc06315

dsc06321

dsc06323

dsc06324

dsc06336

dsc06370

Comments

comments